С ჰეპატიტი - ქალებისა და კაცების პრობლემა

Your browser doesn’t support HTML5

ვლაპარაკობთ დაავადებაზე, რომელიც თანაბრად საშიშია ქალებისა და კაცებისთვის. С ჰეპატიტს სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა და უფასო მკურნალობა შესთავაზა აბსოლუტურად ყველა პაციენტს. შევეცდებით სტუმრებთან ერთად გავარკვიოთ სად, როდის და როგორ შეძლებენ მკურნალობას С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები. სტუმრები: მარი ჩოხელი - ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი, ინა ინარიძე - „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის“ საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის კოორდინატორი და ეკა ადამია - ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსი. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ლელა კუნჭულია უძღვება.