სილამაზის მოთხოვნის აუტანელი სიმძიმე

Your browser doesn’t support HTML5

ქალის სილამაზის სტანდარტები, როგორც მამაკაცების მიერ ქალებზე დომინირების ხერხი და წნეხი... ქალის დამორჩილების მიზნით შექმნილი სისტემა გადაცემაში - „ფემინისტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობით. მარინა ვაშაყმაძესთან ერთად, დღეს გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ეკა იმერლიშვილი. სტუმრები არიან: ფემინისტური ფილოსოფიისა და ტექსტების მკვლევარი თამარ ცხადაძე და თვითნასწავლი მხატვარი ლია უკლება. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.