ფემინიზმის გაკვეთილები: აქტუალური ისტორია...

Your browser doesn’t support HTML5

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც 1913 წელს ვაშინგტონის ქუჩებში ქალების მსვლელობა გაიმართა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვდნენ. რატომ ისმის დღესაც აქტუალურად მაშინდელი შეკითხვები? რა შეიცვალა მას შემდეგ და რა არის ამ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს? ეს გახლდათ დღევანდელი „გენდერული ამბები +“-ის მთავარი თემა, გადაცემისა, რომელიც ამიერიდან განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში ყოველ ოთხშაბათს და მას ერქმევა „გენდერული ამბები +, ანუ ფემინსტრიმი“. გადაცემას რადიო თავისუფლება პარტნიორებთან ერთად ახორციელებს - ესენი არიან: ქალთა ფონდი საქართველოში და ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო. გადაცემას მარინა ვაშაყმაძესთან ერთად უძღვებიან ფემინისტური მოძრაობის აქტივისტები. 11 თებერვლის გადაცემის თანაწამყვანები იყვნენ - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი ნათია გვიანიშვილი და რუბრიკა „ფემინისტური მუსიკის“ წამყვანი ლილი მამულაშვილი. გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების სპეციალისტი თამარ საბედაშვილი და ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი.