როგორ შესრულდა  გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმა

Your browser doesn’t support HTML5

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც 2012-2015 წლებზე იყო გათვლილი, პრაქტიკულად უკვე ამოეწურა ვადა. რეზოლუცია და, შესაბამისად, სამოქმედო გეგმაც გულისხმობს კონფლიქტების მოგვარებაში ქალთა როლის გაზრდას, კონფლიქტურ ზონებში ქალებისა და ბავშვების დაცვას და ქალთა აქტიურ ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იმაზე, თუ როგორ შეასრულა საქართველოს მთავრობამ გაეროს რეზოლუციების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და რა პრიორიტეტები  უნდა გამოიკვეთოს ახალ გეგმაში, „გენდერულ ამბებში“ საუბრობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების სპეციალისტი თამარ საბედაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის კონსულტანტი ანა ლობჟანიძე.