როგორია ქალი კინოში?
Your browser doesn’t support HTML5
დღეს კინოზე ვილაპარაკებთ. უფრო სწორად კი იმაზე, თუ როგორ არის წარმოდგენილი ქალი კინოში. და რაკი კინოზე ვსაუბრობთ, დღეს კიდევ ერთხელ ვილაპარაკებთ მითებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი კინემატოგრაფმა მითების შექმნას, როგორ შეიძლება დაამკვიდროს სტერეოტიპები. ან პირიქით - დაანგრიოს. აი ამის გარკვევას შევეცდებით დღეს გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე. სტუმრები არიან: გენდერის მკვლევარი სალომე ცოფურაშვილი და რეჟისორი სალომე საღარაძე. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.