ქალების ჩაგვრა - თეორია და პრაქტიკა...
Your browser doesn’t support HTML5
და კვლავ ქალთა უფლებებზე და ქალების ჩაგვრის პრობლემაზე და რატომ დაიწყო ქალების ჩაგვრა? რატომ არასდროს შეწყდა ეს ამბავი, ან დღეს რა ფორმით გრძელდება? არის თუ არა შანსი, რომ ოდესმე შეჩერდეს და რისი გააზრებაა ამისთვის საჭირო? თეორიები და პრაქტიკა - ცოტა ზოგადად და ასევე კონკრეტულად... გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით. მარინა ვაშაყმაძესთან ერთად დღეს გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი დაკო ბახტურიძე. სტუმრები არიან: ანა რეხვიაშვილი, ორგანიზაცია „იდენტობის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ლარისა (ლალუ) პატარაია - რუბრიკაში „ქალის ამბავი“. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.