რა არის სექსუალური შევიწროება?
Your browser doesn’t support HTML5
დღეს სექსუალურ შევიწროებაზე ვილაპარაკებთ. საქართველოში ტაბუდადებულ თემაზე, რომელზეც არავინ საუბრობს, თუმცა არაერთ ქალს განუცდია ამგვარი რამ. რა არის სექსუალური შევიწროება? როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი და იცის თუ არა მან თავისი უფლებები? - გადაცემაში „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია. სტუმრები არიან: ლიკა ჯალაღანია - ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი და ფსიქოლოგი ლელა ცისკარიშვილი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.