„ქალის ხმა“!
Your browser doesn’t support HTML5
რას ნიშნავს ისმოდეს ქალის ხმა? - ის, რომ ხმის ტემბრს არ ვგულისხმობთ გასაგებია. მაშ, რას ვგულისხმობთ? ერთი შეხედვით ეს მარტივია - ქალები, ქალების პრობლემებზე საუბრობენ... მაგრამ სად საუბრობენ და რას ამბობენ? და ვის ესმის მათი ხმა? ეს სულაც არ არის მარტივი ამბავი და ფემინიზმის ისტორია გარკვეულწილად ქალის ხმის ისტორიაცაა! მოისმინეთ „ქალის ხმა“ გადაცემაში - „ფემინსტრიმი“ ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით. მარინა ვაშაყმაძესთან ერთად, დღეს გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი დაკო ბახტურიძე. სტუმრები არიან: ფილოსოფოსი თამარ ონოფრიენკო და პოეტი ლია ლიქოკელი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.