ზღაპრული ქალები
Your browser doesn’t support HTML5
დღეს ზღაპრებზე ვილაპარაკებთ... ზღაპრებზე, რომლებიც სტერეოტიპებს ქმნიან და ამკვიდრებენ. ზღაპრებზე, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან, რომ დედინაცვალი ბოროტია, დედაბერი კი კუდიანი, რომ ქალი მხოლოდ სილამაზისთვის ფასდება, რომ იგი სუსტია და ადვილად ტყუვდება და რომ ძლიერი და გადამრჩენელი ყოველთვის კაცია - პრინცი იქნება ის თუ მონადირე... მაშ ასე, კლასიკური თუ თანამედროვე ზღაპრები გადაცემაში „ფემინისტრიმი, ანუ „გენდერული ამბები +“. გადაცემა მომზადებულია რადიო თავისუფლების, ქალთა ფონდისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ერთობლივი ძალებით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის რეგიონულ ბიუროსთან პარტნიორობით. დღეს მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე. სტუმრები არიან: სალომე ბენიძე, ფემინისტი მწერალი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი და მაიკო ჩიტაია, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.