მთავარია ხარისხი, - ამ დევიზით რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო ქართველ მეღვინეებს რუსეთის ბაზარზე ეპატიჟება და აცხადებს, რომ ამ ბაზრის ათვისების სურვილი რამდენიმე მწარმოებელმა კომპანიამ უკვე გამოხატა. რა არის ცნობილი ამ მოლაპარაკებების შესახებ და რამდენად რეალისტურად გამოიყურება ქართული ღვინის დაბრუნების პერსპექტივა რუსეთის ბაზარზე?
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი არ წყვეტს ლაპარაკს ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზრის კარის გახსნის პერსპექტივაზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქართველ მწარმოებლებსაც იგივე სურვილი ამოძრავებთ. ცნობაში, რომელიც 12 ოქტომბერს გაავრცელეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა, გენადი ონიშჩენკო ამბობს, რომ ღვინის რამდენიმე მწარმოებელმა საქართველოდან უკვე მიმართა მას, როგორც ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელს:
“მე მივიღე წინადადება, უკვე გარკვეულწილად ოფიციალური ფორმით, შვიდი მწარმოებლისგან საქართველოში, რომლებიც რუსეთის ბაზარზე შემოსვლას ისურვებდნენ. მობრძანდით, გეთაყვა! პროდუქციის შემოტანის პირობები თქვენთვის უკვე ცნობილია.”
შეესაბამება თუ არა ონიშჩენკოს ნათქვამი სინამდვილეს, ამის დადგენა ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც, მაგალითად, ასოციაცია ”ქართულ ღვინოში” უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისინი ინფორმაციას არ ფლობენ და მათთვის უცნობია, იყო თუ არა მსგავსი მცდელობები ქართული კომპანიების მხრიდან.
ამ ეტაპზე ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ონიშჩენკოს მიერ ნახსენებ 7-ერთეულიან ჯგუფში არ შედის ქართული ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანია ”თბილღვინო”. როგორც კომპანიის პრეზიდენტი გაგა მარგველაშვილი ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, რუსეთის ბაზარზე შესვლის მცდელობა მის კომპანიას 2006 წლის შემდეგ აღარ ჰქონია და, შესაბამისად, ბოლო პერიოდში არავითარი მოთხოვნა არ გაუგზავნია ”როსპოტრებნადზორში”. თუმცა, თუკი რუსეთის ბაზრის კარი გაიხსნება, კომპანია ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს:
”რუსეთის ბაზრის გახსნა და იქ ქართული ღვინის დაბრუნება დამატებითი შესაძლებლობა იქნება არა მხოლოდ ”თბილღვინოსთვის”, არამედ მთელი ქართული მეღვინეობისთვის.”
გაგა მარგველაშვილის თქმით, ასეთ შანსს ”თბილღვინო” გამოიყენებს მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ უკვე წარმატებით დაძლია რუსეთის ემბარგოს შედეგად წარმოქმნილი სიძნელეები. ”თბილღვინოს” საექსპორტო პროდუქცია ამჟამად 27 ქვეყანაში - მათ შორის, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში - იყიდება და მოცულობა წელს ორჯერ იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეს 2006 წლამდე იყო, რუსეთის ბაზრის ჩათვლით.
პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც, გენადი ონიშჩენკოს თქმით, ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად მოეთხოვება, უპირველეს ყოვლისა, ხარისხის დაცვას გულისხმობს. ეს სწორედ ის მოთხოვნაა, რომლის მოშველიებითაც რუსეთმა 2006 წელს დღემდე შეუვალი ემბარგო დაუწესა საქართველოში წარმოებულ ღვინოსა და მინერალურ წყალს. თუმცა საქართველოში თითქმის არავის სჯერა, რომ 5 წლის წინ იმავე ონიშჩენკოს მიერ გახმოვანებული გადაწყვეტილება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო.
საქართველოს ხელისუფლება ხშირად შეახსენებს ღვინის მწარმოებლებს, რომ სანდო არ არის რუსეთის კორუფციით გაჯერებული ბაზარი და, მით უმეტეს, რუსი სახელმწიფო მოხელეების დაპირებები. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ამბობს, პერსპექტიულ ბაზრებად საქართველო ამ ეტაპზე ჩინეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზრებს თვლის, რუსეთის ბაზარი კი ქართველი მწარმოებლებისთვის არამიმზიდველ, ”რიგით” და პრობლემურ ბაზრად განიხილება.
რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა მეტად პრობლემურად მიაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილსაც და ეს აზრი მან 3 სექტემბერსაც გამოხატა, როცა რთვლის დაწყებასთან დაკავშირებით სტუმრობდა კახეთს:
”შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს პანღური ამოგარტყან და ისევ უკან გამოგაგდონ... რეალურად, რუსეთის ბაზარზე პრობლემა ის არის, რომ რუსეთში უკვე არის გამზადებული საამქროები ყალბი ღვინის საწარმოებლად. ჩვენ რომ მივიღოთ შეკვეთა რუსეთისგან, დღეს მივიღებთ იმას, რომ სანამ ბოთლებს ვიყიდით და სანამ გავაკეთებთ, ისინი თავის მოსკოვში, პეტერბურგში, კურსკში თუ ციმბირში ჩამოასხამენ ავტომატურად ჩვენს ღვინოებს და ჩვენ დაგვრჩება ნული.”
ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ”არაფერი კარგის იმედი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ არ უნდა გვქონდეს”, რადგანაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ”ძალიან დიდ პრობლემად” განიხილავს და რომ ხსენებული ხელისუფლების წარმომადგენლები ”ტყუილების დიდოსტატები არიან”.
ძნელი სათქმელია, რა პირდაპირი გავლენა აქვს თბილისის მსგავს განცხადებებს ბიზნესზე, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ქართული კომპანია, რისკების გამო, არც კი ფიქრობს რუსეთის ბაზარზე შესვლას. მაგალითად, როგორც „გრუზვინპრომის“ ხელმძღვანელმა მერაბ მიქაშავიძემ უთხრა ამას წინათ რადიო თავისუფლებას, ქართულ ღვინოს, ისევე როგორც მოლდავურს, რუსეთი პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებს და ბაზრიდან ნებისმიერ დროს გამოძევების რისკი ძალიან დიდია.
თუმცა ”თბილღვინოს” პრეზიდენტი გაგა მარგველაშვილი თვლის, რომ რისკი ნებისმიერ ბაზარზე შესვლას ახლავს და რომ ბიზნესის წინსვლა რისკის ფასად ღირს.