გარე ვაჭრობის აკრძალვა ქუთაისში აგრარულ ბაზარში, ბაზრობასა და სავაჭრო ცენტრებში მომუშავეთა პერმანენტული პროტესტის საფუძველი გახდა. ერთ-ერთი ბოლო საპროტესტო აქცია მოვაჭრეებმა ქუთაისში 10 ივნისს მოაწყვეს, რომლის დროსაც ქალაქის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული ადამიანები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ადმინისტრაციული შენობის წინ რუსთაველის გამზირის გადაკეტვაც სცადეს. სამართალდამცველებმა მალევე მოახერხეს გზა გაეხსნათ.
აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა განცხადებით, აუცილებელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კანონის შესაბამისად, გარე ვაჭრობა აკრძალოს, რადგან გარე მოვაჭრეები გადასახადს არ იხდიან და ამის გამო პროდუქტს შედარებით დაბალ ფასად ყიდიან, შედეგად კი მომხმარებელი ბაზარში აღარ შედის და მათ გადასახადის გადახდა უჭირთ.
ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა მოთხოვნები სამართლიანად მიაჩნია საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს. მამუკა მღვდელაძე ფიქრობს, რომ გადამხდელთათვის ძნელია კონკურენცია გაუწიონ გარე მოვაჭრეებს. მღვდელაძის განცხადებით, საჭიროა ზომიერი ადმინისტრირება და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ოჯახებს გარე ვაჭრობით არჩენენ ალტერნატიული ფართების შეთავაზება.
ქალაქის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულთა მოთხოვნების ადგილზე გაცნობასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს ქუთაისის ახლად დანიშნული მერი დიმიტრი კოპალიანი, რომელიც პირადად შეხვდა 10 ივნისის აქციის მონაწილეებს. ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ მერმა გადაწყვიტა უახლოეს დღეებში პირადად მოინახულოს აგრარული ბაზარი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
გარე ვაჭრობა კანონით იკრძალება და მისი აღსრულების ადმინისტრირება მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივაა, თუმცა, როგორც ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანები აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლება გარე მოვაჭრეთა მიმართ სანქციებს, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, ხან არბილებდა და ხან ამკაცრებდა.