რკინიგზელები შრომის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ
Your browser doesn’t support HTML5
14 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცა „საქართველოს რკინიგზის“ ორი ათასი თანამშრომელი. გაფიცულები მოითხოვენ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და დანამატების გაცემას სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით. გაფიცვაში არ მონაწილეობდნენ მემანქანეები.