განახლებული მართვის მოწმობები
Your browser doesn’t support HTML5
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების მოქმედების ვადა
2018 წლის პირველ იანვარს იწურება. ახალი მოწმობის ასაღებად მძღოლებმა
მომსახურების სააგენტოს უნდა მიაკითხონ. განახლებული მართვის
მოწმობისთვის მძღოლებს მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა და ახალი
მოწმობის საფასურის -15 ლარის - გადახდა მოუწევთ. მომსახურების სააგენტოს
განმარტებით, მართვის მოწმობების შეცვლა გამოიწვია ევროდირექტივის
მოთხოვნამ, მოწმობაში აღნიშნული იყოს მისი მოქმედების ვადა, ანუ მართვის
მოწმობები გაიცემა კონკრეტული ვადით და ის, სხვადასხვა კატეგორიის
მიხედვით, 5-დან 15 წლამდე მერყეობს.