გამოფენა ტურიზმიის თემაზე

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მიმდინარეობს მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა. ტურისტულ გამოფენაში 100-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური ფირმა მონაწილეობს. გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო. მონაწილეებს დამთვალიერებლებისთვის წარმოდგენილი აქვთ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება.