სამი პროფესიონალი ფოტოგრაფი და ფოტოხელოვნების შესწავლის მსურველი ცხრა მონაწილე ინკლუზიურ ჯგუფში ორთვე-ნახევარი მუშაობდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
6 დეკემბერს გალერეა “კონტეინერში” სწორედ ამ საპილოტე ჯგუფის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, სახელწოდებით “ვხედავ, რაც არ მესმის”.
რა მიზანს ემსახურება პროექტი, როგორ იგეგმება მისი განვითარება და რა შედეგი გამოიღო სმენადაქვეითებული მონაწილეებისა და სმენის პრობლემის არმქონე ბავშვების ერთობლივმა მუშაობამ - ამის შესახებ „თავისუფლების დილის“ ჩართვის სტუმრები - ფოტოგრაფები თინათინ კიღურაძე და გურამ წიბახაშვილი - საუბრობდნენ.