ვინ სად "მოეწყო"?
Your browser doesn’t support HTML5
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, წელს 28 ათასი სტუდენტი შეუდგება სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თავდაპირველად, გამოცდებზე 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია, თუმცა მათმა ნაწილმა სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებში საჭირო შედეგი ვერ აჩვენა, რის გამოც, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პროცესს გამოეთიშა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ტენდენციები წინა წლების მსგავსია როგორც ჩარიცხვების რაოდენობის მიხედვით, ასევე არჩეული ფაკულტეტების თვალსაზრისით.