გაიხსნა იუნკრების მემორიალი

იუნკრების მემორიალი

დღეს, 23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ფასადზე იუნკრების მემორიალური დაფა გაიხსნა, სადაც იმ მებრძოლთა სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, რომლებიც1921 წელს თბილისის დაცვისთვის კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლაში დაიღუპნენ.

სალომე ზურაბიშვილი მემორიალის გახსნაზე

სალომე ზურაბიშვილს მემორიალის გახსნის თხოვნით საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის, შთამომავლებმა მიმართეს. ღონისძიებაზე სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა და სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ; წაიკითხეს ნაწყვეტი მარო მაყაშვილის დღიურიდან. მემორიალის გახსნას იუნკრების შთამომავლებიც ესწრებოდნენ.

იუნკრების მემორიალი