გაფიცვა ქუთაისის ოთხ საბავშვო ბაღში

დღეს, 11 დეკემბერს, დილით, აღსაზრდელები არ მიიღეს ქუთაისში არსებული 37-დან ოთხ საბავშვო ბაღში. მათი თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ბაგა-ბაღების პედაგოგებისა და აღმზრდელების ინფორმაციით, მათი საშუალო ხელფასი 280 ლარია, ადგილობრივი ხელისუფლება კი აპირებს ეს თანხა მხოლოდ 24 ლარით გაზარდოს.

Your browser doesn’t support HTML5

გაფიცვა ქუთაისის ოთხ საბავშვო ბაღში