შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია გაერომ 2006 წელს მიიღო. საქართველომ ამ დოკუმენტს ხელი 2009 წელს მოაწერა და მას შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები კონვენციის და თანდართული ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას ითხოვდნენ. სწორედ ფაკულტატური ოქმია ის დოკუმენტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალებას აძლევს უფლებების დარღვევის შემთხვევაში სპეციალურ კომიტეტში იჩივლონ. გაეროს კონვენციის და თანდართული ოქმის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მოახდინა.
Your browser doesn’t support HTML5