„გადმოხტი და გაიყინე“ - თოვლიანი მთიდან გაყინულ აუზში

Red Bull Jump and Freeze სახალისო შეჯიბრია, რომელიც უკვე 10 წლისაა. მონაწილეები მთიდან 100-მეტრიან დათოვლილ ბილიკზე თხილამურებით, სნოუბორდით, ციგით ან სხვა სასრიალო კონსტრუქციით ეშვებიან და დიდ აუზში ხტებიან.

„გადმოხტი და გაიყინე“ პირველად ავსტრიაში ჩატარდა 2008 წელს. საქართველოში დებიუტი 2012 წელს შედგა, წლევანდელი შეჯიბრება კი მეოთხე იყო.

24 მარტს გუდაურში კონკურენციაში სულ 13 გუნდი ჩაება. ქართველების გარდა, გაყინულ აუზში უკრაინელი და რუსი ტურისტებიც ჩახტნენ.

ჟიურის შეფასებებით, ორ ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: „საუკეთესო ნახტომი“ და „ორიგინალური იდეა“.