„ომში კი გაიმარჯვეთ, მაგრამ რა მოიგეთ?“ - ეკითხება აფხაზეთის ომში მებრძოლი ეთნიკურად ქართველი რესპონდენტი თავის აფხაზ მეგობრებს - მათ, ვინც წლების წინ საწინააღმდეგო მხარეს იდგა. „ვინ რა მოიგო ამ ომში“? - ის თავის თავსაც უსვამს ამ შეკითხვას. ამბობს, რომ მხარეებს თავ-თავისი სიმართლე აქვთ, მაგრამ არის ჭეშმარიტება, რომელიც ყველასთვის უცნობია. გადაცემის სტუმრები საუბრობენ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთობათა დასალაგებლად სიმართლის დადგენა - საერთო სიმართლის, რომელიც ორივე მხარეს დიალოგის დაწყებისთვის ბიძგს მისცემს.
გადაცემის სტუმრები:
ალეკო ცქიტიშვილი - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი;
ლაშა ჯაიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.
Your browser doesn’t support HTML5