ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“ ავრცელებს ანგარიშს, სახელმწოდებით „უსამართლობის ჩაკეტილი წრე“, რომელიც ჩრდილოკავკასიას ეხება. ანგარიშის თანახმად, ამ რეგიონში, ბევრგან, ადამიანების უსაფრთხოებას ისევე უქმნიან საშიშროებას სამართალდამცველები, როგორც შეიარაღებული ექსტრემისტები.
„ამნესტიმ“ გამოიძია ჩრდილოეთ კავკასიაში სამართალდამცველების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, მათ შორის ადამიანების იძულებით გაუჩინარება და გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯა, ისევე როგორც ხელისუფლების უმოქმედობა ასეთი შემთხვევების გამოძიების და დამნაშავეების გასამართლების საჭიროებისას.
„ამნესტი ინტერნეშნლის“ ევროპისა და შუა აზიის პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ დალჰუისენი ვითარებას ასე აფასებს: „ინდივიდები მომწყვდეული არიან შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს, მაგრამ საქმე ასევე გვაქვს სამართალდამცავებთან, რომლებიც ანგარიშვალდებულების ყველანაირი მექანიზმის მიღმა და გარეთ მოქმედებენ“.
დანჰუისენის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში სახელისუფლებო წრეების მხრიდან ადამიანის უფლებების დაუსჯელად დარღვევის პრაქტიკას დიდწილად ამყარებს სამართალდამცავი სააგენტოების სტრუქტურის კომპლექსურობა და ბუნდოვანება: „ჩრდილოკავკასიის მასშტაბით მოქმედებს უსაფრთხოების და სამართალდაცვითი რამდენიმე სხვადასხვა სააგენტო თუ სამსახური. მათი ნაწილი ფედერალურ ძალებს ემორჩილება, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნაწილი - ადგილობრივ ძალებს, რესპუბლიკების დონზე, შინაგან საქმეთა ადგილობრივ სამინისტროებს. მუშაობს როგორც ეფ-ეს-ბე, ისე რამდენიმე სპეცსამსახური. ფედერალური და რეგიონალური დონის კონტრტერორისტულ სამსახურებს შორის თანამშრომლობის ნომინალური დონე არსებობს, რამაც, წესით, ყველა ამ სააგენტოს მოქმედებები უნდა მოაწესრიგოს. მაგრამ აშკარაა, რომ მათი დიდი ნაწილი ერთმანეთთან კარგად არ თანამშრომლობს და,კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა სააგენტოებს არ ატყობინებს თავისი ოპერაციების შესახებ, რადგან ხშირად საქმე კრიმინალურ მოქმედებებთანაც გვაქვს“.
ხუთშაბათს გავრცელებულ ანგარიშში აღწერილია შეიარაღებული სამართალდამცველების მიერ სახლებში რეიდების მოწყობის შემთხვევები. სამართალდამცავებს სახეებზე ნიღბები უკეთიათ და უნომრო მანქანებით გადაადგილდებიან. რეიდების დროს ისინი საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ. გამომძიებლები და პროკურორები ადამიანის უფლებების დამრღვევთა ვინაობის დადგენას რომც შეეცადონ, ისინი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ იმის დაზუსტებას, მაინც რომელი სააგენტო იყო ჩართული კონკრეტულ ოპერაციაში: „ეს, ცხადია, ძალიან მოსახერხებელი სისტემაა დაუსჯელობის გასამყარებლად, რადგან უამრავ შემთხვევაში პროკურორს ან გამომძიებელს ძალიან ურთულდება გამოძიების პროცესში პროგრესის მიღწევა. საქმე გვაქვს ინსტიტუციურ, ორგანიზაციულ ქაოსთან, რომელიც, შესაძლოა, თავისთავად განვითარდა, მაგრამ ახლა მას მიზანმიმართულად ინარჩუნებენ. ეს სისტემა საშუალებას ქმნის, მეტიც, მნიშვნელოვნად წაახალისებს ადამიანის უფლებების დარღვევას, რადგან დამნაშავეებს, ფაქტობრივად, დაუსჯელობას პირდება“.
ანგარიში „უსამართლობის ჩაკეტილი წრე“ ძირითადად ინგუშეთში შექმნილ ვითარებას აღწერს და ამბობს, რომ ამ რესპუბლიკის ვითარება მთელი რეგიონისთვის ტიპიურია.
„ამნესტი ინტერნეშნლი“ ასკვნის, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე პოლიტიკური ნების გაჩენამდე ჩრდილოკავკასიაში „მშვიდობა ან ხანგრძლივი სტაბილურობა“ არ დაისადგურებს.

საქმე გვაქვს ინსტიტუციურ, ორგანიზაციულ ქაოსთან, რომელიც, შესაძლოა, თავისთავად განვითარდა, მაგრამ ახლა მას მიზანმიმართულად ინარჩუნებენ ...