მე - მსოფლიოს პრეზიდენტი

ავტორი: ეკატერინე რამიშვილი, სან პიერო პონტი

როგორც ყველა ასევე მეც , შეწუხებული ვარ მოჭარბებული არასრულფასოვანი სცენარებით , რაც მსოფლიოს თავს ხდება ზოგადად , ირიბად თუ გამიზნულად . დიდი ფიქრის შემდეგ და არც თუ ისე დიდი ხნის ნაფიქრალია , რომ თქვენც გაგანდოთ ნაცარქექიას მსგავსად , არა ნაკვერჩხალზე მოფიქრებული , არამედ კომპთან მჯდომარე , ფეისბუქის ონლაინ წიგნაკში , სახელდახელოდ გამომცხვარი პასკუალი- გზავნილი ყველას !!! ვიცი რომ ცალსახად ყველასათვის მიუღებელია ომი და კრიზისი , ისევე როგორც , ჩაკეტილი საზღვრები და უთანასწორობა ერთმანეთში . ეს იქნება გენდერული , რელიგიური თუ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობათა ჯგუფების მიმართ მიმართული კამპანია . იდეაში ყველა ვტოლერანტობთ და ვდემოკრატობთ , შინაურია ეს თუ გარეული . მაგრამ ე. წ. " დახმარების ხელს " . ყოველთვის თუ არა , ხშირად თავის საკეთილდღეოდ მიმართული მიზნები ამოძრავებს . რაც იმაში მდგომარეობს , რომ " კაპიტალისტი , ბაბუ , ისე არ დაგეხმარება , თავისი სარგებელი რომ არ ნახოსო " . ჰოდა , ამაშია ძაღლის თუ არა , კატის თავი მაინც დამარხული . ვის , რა და რისი სარგებლობა აქვს გამიზნული და შემდეგ კი სათავისოდ განსახორციელებელი . ბევრი რომ არ გავაგრძელო და თქვენც არ შეგაწყინოთ თავი . მხოლოდ ერთი დღით და რეფორმების განსახორციელებლად კი- ხანგძლივად . წარმოვიდგინე თავი - " მე მსოფლიოს პრეზიდენტი " და აქვე , ჩემს გეგმა -სა და ხედვას უფასოდ , მარტივად და გასაგები ენით გაგაცნობთ . როგორც ბერისთვის , ასევე ერისთვის და ყველა რასის წარმომადგენლებისთვისაცაა საყურადღებო : ქალია , კაცია , ბავშვია , რჯულიანი , თუ ურჯულო . ლეოპოლდის მსგავსად , ხალხნო , თქვენც მოინდობეთ და შეიყვარეთ მშვიდობა და ერთმანეთში მხოლოდ კაცთა შორის სათნოება დათესეთ , როგორც ჩვენი უწმინდესი ბრძანებს ხშირად თავის
საკვირაო ქადაგებებში . შემდეგ კი გულანთებულებმა და სულში სიყვარულით გაჟღენთილებმა სახალხო ფონდი შევქმნათ . სადაც , მსოფლიოს ხალხების შემოწირულობა სიმბოლურად 1 გირვანქას შეადგენს . ( ან მოჭერით იმდენივე ფული , რამდენივე თებზითაც ქრისტე ხალხებს აპურებდა ) . რომლის შემდეგადაც გადავიხდით დაკისრებულ ვალებსა და მოვალეობებსაც ამავდროულად . ხოლო ადამიანები თუ ქვეყნები კრიზისზე შფოთვას ერთიანადა შეამცირებდა . მეორე რეფორმა უვიზო მიმოსვლაა , რომელსაც საკუთარი პასპორტის შემდეგ , კოსმოპოლიტის სახელწოდებით პირადობის მოწმობა წარმოადგენს სადაზღვევო პოლისთან ერთად და ვიმოგზაურებდით მსოფლიოს ნებისმეიერ წერტილში უსაფრთხოდ . ( ამ პასპორტის მფლობელი კი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას : კაცთმოყვარე-დადებითი პიროვნება !- ცალკეული მიღწევები , დასაფასებელია , მისაღებია და პირველ რიგში კი პირადულია . გამონაკლისია , მხოლოდ ის საერო და სასულიერო პირები , რომელნიც ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ აქტიურად არიან საზოგადოებრივ ფერხულში ჩაბმულნი . მესამე რეფორმაა- სახალხო ჯარი , რომელიც მთლიანად დედამიწის დაცვაზე იზრუნებდა. მეოთხე რეფორმა კი- მსოფლიო ჯანდაცვაა , რომელიც ნებისმიერ პოლუსში , ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე , ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე და მთელ რიგ ავადმყოფობების განკურნებაზე იზრუნებდა . მეხუთე რეფორმა კი- სახალხო ამინისტია _ა , გათავისუფლებულ პატიმრებს კი გავწვრთნიდი და საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით დავასაქმებდი :- ბარში , მთაში , ოფისსა , თუ მაღაროში . მეექვსე , მეშვიდე და ასე შემდეგ რეფორმები : განათლება , ეკონომიკა , კულტურა , სპორტი და მსგავსი დარგების განვითარება-რეაბილიტაციაა . რა თქმა უნდა , უსაფრთხოება და მაშველებიც არ დამვიწყებია და მათვისაც სასარგებლო რეფორმები გადახალისდებოდა . მე არც თამარ მეფე ვარ და მით უფრო არც რომელიმე წმინდანი , რომ შესაბამისი პროგრესით ან უცოდველად მეცხოვრა . მაგრამ ვარ , ერთ-ერთი
რიგითი , ჯანსაღი-დადებითი მოქალაქე , რომელსაც უყვარს დედამიწაზე მშვიდობა და ჯანმრთელი ადამიანები . ჩემი სახელდახელოდ მოფიქრებული რეფორმები კი სულაც არ არის სადღეგრძელოს მსგავსად ფანტაზიის ნაყოფი და მით უფრო კი ისინი განუხორციელებელი . მთავარია ამისათვის თითოეულის კეთილი ნება და ძლიერი-ღირსეული პატრონი . დასასრულს , მინდა რომ ხმამაღლა ვიყვირო :- " გვაცალეთ ცხოვრება , პატარა შემოქმედებს დიდ გრანტებთან " !..
--- მე , მსოფლიოს პრეზიდენტი , პირობითად .