სამშაბათს, 17 აპრილს, დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულის, ანდერს ბერინგ ბრეივიკის, ოსლოში წინა დღით გახსნილი სასამართლო პროცესი. ბრეივიკი აღიარებს ივლისში 77 ადამიანის მოკვლას, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი თავდასხმები წარმოადგენდა მთავრობის მიერ გატარებული მულტიკულტურალისტური პოლიტიკისგან თავის დაცვის აქტს. ჟურნალისტები წერდნენ, ნორვეგიის სახელმწიფო მოვალეა ბრეივიკი სამართლიანი სასამართლო პროცესით უზრუნველყოს, თუმცა თავად ბრეივიკმა ვერ უნდა შეძლოს ამ პროცესის გამოყენება თავისი იდეების გასავრცელებელ პლატფორმადო. ჩეხეთის რესპუბლიკაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „პრაჟსკი დენიკი“ წერდა, დემოკრატიული სახელმწიფოს სისუსტის გამოხატულება სულაც არ არის მასობრივ მკვლელობაში აშკარად დამნაშავე ადამიანისთვის სასამართლო პროცესის მოწყობაო:
„რასაკვირველია, სრულიად აბსურდულად მოჩანს სცენა, როცა სასამართლო ასამართლებს ადამიანს, რომელიც ღიად აღიარებს 77 ადამიანის მკვლელობას და თან სინანულის ნატამალსაც არ ამჟღავნებს. ნორვეგიელებმა ამ ურჩხულის შესახებ აზრი დიდი ხნის წინ შეიქმნეს. მათთვის ახლა მთავარია ბრეივიკი გისოსებს მიღმა დარჩეს. და მაინც, ცივილიზებული იურიდიული სისტემისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ის, რომ ბრალდებულს მიეცეს საკუთარი თავის დაცვის უფლება. შესაძლებელია ასეთი დაუნდობელი მკვლელის მიმართ კორექტული მოპყრობა მიუთითებდეს იმ სისტემის სისუსტეზე, რომელსაც ის და მისნაირები ესხმიან თავს, მაგრამ, რეალურად, დემოკრატია იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ შეძლოს ასეთ შემაძრწუნებელ მოვლენებსაც კი რუტინული, მიუკერძოებელი ფორმით გაუმკლავდეს.“
ოთხშაბათს, 18 აპრილს, ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა ესპანეთისა და არგენტინის დაპირისპირება ნავთობის გიგანტი კომპანიის გამო. არგენტინა აპირებს სახელმწიფო მფლობელობაში გადაიტანოს ნავთობის კომპანია YPF-ის საკონტროლო პაკეტი, რომელსაც ამჟამად ესპანური ფირმა, „რეპსოლი“, ფლობს. ესპანეთი კი იმუქრება, რომ ასეთ შემთხვევაში საპასუხო ეკონომიკურ ზომებს მიმართავს. ევროპის პრესაში ზოგიერთი კომენტატორი წერდა, ბუნებრივი რესურსების სახელმწიფოს მფლობელობაში არსებობას სოციალური თანასწორობის გაძლიერება მოაქვსო, სხვები კი ევროკავშირს მოუწოდებდნენ გადადგას ნაბიჯები არგენტინის პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის მიერ გატარებული პროტექციონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ. გერმანიაში გამომავალი მემარცხენე ლიბერალური ორიენტაციის „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ წერდა, რომ, შეუზღუდავი კაპიტალიზმის პირობებში გაჩენილი მზარდი სოციალური უთანასწორობის ფონზე, ესმის, რატომაც სურს არგენტინას თავისი უდიდესი ნავთობკომპანიის სახელმწიფო მფლობელობაში მოქცევა:
„ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმა უკვე დიდი ხნის წინ შეატრიალეს პრივატიზაციის ის ტალღა, რომელიც 1980-იან და 1990-იან წლებში განვითარდა... საბოლოო ანგარიშით, ვითარება, რომელსაც ლათინური ამერიკის ქვეყნები რესურსებთან მიმართებით ქმნიან, მოგვაგონებს არაბულ ქვეყნებში არსებულ სურათს, ქვეყნებში, სადაც ამაზე კითხვებს არავინ სვამს. ... თავისუფალი ბაზრის მიმართ ნდობა იკლებს. ეს თავისუფალი ბაზრის გმირებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. ლათინურ ამერიკაზე უკეთესი შესაძლებლობები მათ არსად ჰქონიათ და არც არსად შეუქმნიათ ასეთი სიღრმის სოციალური უთანასწორობა. და სწორედ ეს არის ის, რაც ახლა ისჯება.“
ხუთშაბათს, 19 აპრილს, დასავლეთის პრესა ბევრს წერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებებზე, რომ ევროპას ახალი საკრედიტო კრიზისი ემუქრება და რომ მას სარეზერვო ფონდის 400 მილიარდ დოლარამდე გაზრდა სურს. თუმცა ევროპის პრესაში არაერთ სტატიას ნახავდით იმის შესახებ, რომ ევროპას თავადაც შეუძლია უშველოს საკუთარ თავს. გერმანიაში გამომავალი „ბერლინერ ცაიტუნგი“ წერდა, ევროპა თავისი კრიზისის გადასაჭრელად საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ უნდა ეხვეწებოდეს დახმარებასო.
„მდიდარ ევროპელებს თავის შველა შეუძლიათ და მათ ეს უნდა გააკეთონ. ამის ნაცვლად კი ისინი ფულს სესხულობენ ქვეყნებისგან, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ახლა იკიდებენ ფეხს და რომლებშიც მოსახლეობას მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია ცხოვრების ისეთ დონეზე, როგორიც გვხვდება გერმანიაში, საფრანგეთში და ესპანეთშიც კი. საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ფულით სურს მასშტაბურად გააფართოოს საკუთარი რესურსები და შექმნას გლობალური დამცავი კედელი, რომელიც ევროპულს დაემატება. ის ფაქტი, რომ ამ გეგმას გერმანელები უჭერენ მხარს, გასაკვირია. ევროპაში ... სწორედ გერმანიის მთავრობა გამოდის ხოლმე ახსნა-განმარტებით იმის შესახებ, რომ დავალიანების კრიზისის გადაჭრა არ გამოვა საქმეში მხოლოდ დამატებითი მილიარდების ჩაყრით.“
„ბერლინერ ცაიტუნგი“ იქვე შენიშნავდა, ევროპელებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ თვითონვე მოუარონ თავიანთ კრიზისს, რითაც იმ პასუხისმგებლობასაც დაიცავენ, რომელიც გლობალურ ეკონომიკასთან მიმართებით აკისრიათო.
პარასკევს, 20 აპრილს, ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა საფრანგეთი,სადაც კვირას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, ოდნავ უსწრებს მისი სოციალისტი მეტოქე ფრანსუა ოლანდი. პრესაში გამოითქმოდა აზრი, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ ვერ გასცა ადეკვატური პასუხი ვალებით შექმნილ კრიზისს და რომ ქვეყანას მართვის ახალი სტილი ესაჭიროება. საფრანგეთში გამომავალი ლიბერალური ბიზნესგამოცემა „ეშო“ წერდა:
„ჩვენი ევროპელი პარტნიორები მომავალი რამდენიმე დღის მანძილზე გადახედავენ თავიანთ შეხედულებებს ფრანგი ხალხის დაპირებაზე გადასახადების გაზრდისა და ბიუჯეტის შეკვეცის მიღების თაობაზე, რის გარეშეც ევროზონის გადარჩენა და აღდგენა შეუძლებელი იქნება. დასავლური სამყარო სულ უფრო ნაკლებად არის მსოფლიოს ცენტრი და გლობალიზაცია ახალ გამოწვევებს გვიქმნის. ... ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლის საკითხი მეორეხარისხოვანი ხდება იმ პრობლემების ფონზე, რომელთა გადალახვაც მალე აუცილებელი გახდება. არის საფრთხე ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა კვლავ დაივიწყოს ის, რომ ამ სამყაროში მარტო არ არის მაშინაც კი, როცა საარჩევნო უბანზე იმყოფება.“