საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ღია მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში, ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკური კურსი შეაჯამა, ისაუბრა 13 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მისაღებ რეზოლუციასთან დაკავშირებით და უპასუხა შეკითხვებს რუსეთ-საქართველოს ურთერთობის თაობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარი შეერთებულ შტატებში თავისი ვიზიტის შეჯამებით დაიწყო. მაია ფანჯიკიძის სიტყვებით, ის შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს, ასევე გაეროს წევრი 80 ქვეყნის წარმომადგენლებს. მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა შეხვედრების მნიშვნელობას გაეროს იმ წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრებს გაეროს წევრი ქვეყნების წარომადგენლებთან, მაშინ როცა 13 ივნისს გაეროს განერალური ასამბლეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს, საკმაო ყურადღება ეთმობა და მნიშვნელობაც ენიჭება.
რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან ყოველ წელს გადის კენჭისყრაზე და მას თავდაპირველად სულ 16 მხარდამჭერი ჰყავდა, შარშან კი რეზოლუციას 60 ქვეყანა უჭერდა მხარს. რეზოლუციას წმინდა ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვს. ის გმობს ძალადობრივი გზით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელებას და ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნებას. რეზოლუცია კიდევ ერთხელ განამტკიცებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებას და გამოკვეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუზღუდავი მუშაობის მნიშვნელობას. ამასთან, მაია ფანჯიკიძის სიტყვებით:
„რეზულუცია, გარდა ამისა, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე მხარეებს, რომ გაორმაგებული ძალისხმევით უზრუნველყონ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც შესაძლებელს გახდის იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას თავიანთ სახლებში. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს იყო ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობის საგანი და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ, რეზოლუციის ჰუმანიტარული ხასიათისა და მიზნების გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს ამ რეზოლუციას 13 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე“.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზოლუციას პრაქტიკული შედეგი არ აქვს, ამბობს „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანალი კახა გოგოლაშვილი, ეს არის საქართველოს მცდელობა შეახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოსთვის დევნილების საკითხი, როგორც ეთნიკური წმენდის შედეგი, არის მნიშვნელოვანი პრობლემა. ამავე რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობის მიხედვით ჩანს, თუ რა ნაწილია ამ საკითხის გადაწყვეტის მომხრე:
„ეს არის მნიშვნელოვანი თვითონ პოლიტიკური პროცესისთვის, რომ არ გაჩნდეს რაიმე სახის ნიჰილიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით სართაშორისო თანამეგობრობაში. პირველ რიგში, ალბათ, იმ პატარა ქვეყნებს ვგულისხმობთ, რომლებიც პერმანენტული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან რუსეთის მხრიდან, კერძოდ, და არა მარტო დევნილების საკითხთან დაკავშირებით, არამედ ასევე საქართველოს ტერიტორების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ასევე აღიარების ან არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არიან ორმაგი დიპლომატიური წნეხის ქვეშ“.
ამასთან, კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, დევნილების საკითხი პირდაპირ კავშირშია მმართველი ძალის პოპულარობასთან ქვეყნის შიგნით. შესაბამისად, ამ საკითხის მხარდაჭერა გაეროში ხელისუფლებისთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხია. გაეროს გენერალურ ასამბლეაში დევნილთა შესახებ რეზოლუციის კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მომხსენებლის ვიზიტი. როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მიეცა და ეს მაშინ, როცა გასულ კვირაში ცხინვალის რეგიონის სოფლებში დიცსა და დვანში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესი მიმდინარეობდა. მაია ფანჯიკიძის სიტყვებით, ეს იქნება თვის ბოლოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მთავარი განხილვის თემა და ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელი გახდება. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, საქართველო არ წამოეგება პროვოკაციას.
პასუხად შეკითხვაზე, კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევნების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკითო, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ კმაყოფილი იქნება მაშინ, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
მაია ფანჯიკიძემ თქვა აგრეთვე, დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ დასავლეთი ძალიან დადებითად აფასებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობას საქართველოს მხრიდანო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ავღანეთში საქართველოს სამხედრო მისიის თაობაზეც და განაცხადა, რომ, 6 ივნისს ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში არ გადაიხედება.
მაია ფანჯიკიძე შეეხო ასევე ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარების შესაძლო უკან წაღების საკითხს და განაცხადა, რომ ეს საკითხი გაირკვევა მაშინ, როცა საქართველოსა და ვანუატუს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაფორმდება.