პირველი მსოფლიო ომი: სიცოცხლისა და სიკვდილის სცენები

დაუთარიღებელ ფოტოზე ჩანან გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც ფრანგ ჯარისკაცებს ნებდებიან საფრანგეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სანგართან.

დაუთარიღებელ ფოტოზე ჩანან ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც 155 მმ-იან ჭურვს ისვრიან სანგრიდან ფრონტის ხაზის მიმართულებით. 

ფრანგი ველოსიპედისტები აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტის კავალერიიდან. 22 სექტემბერი, 1915. 

გერმანიის გაზის შეტევა აღმოსავლეთ ფრონტზე, რომელიც რუსმა პილოტმა გადაიღო. 1916 წლის ფოტოს სათაურია "გერმანული საშიშროება ჰაერიდან". 

იტალიელი "არდიტი", ანუ ელიტური ქვედანაყოფის ჯარისკაცები აირწინაღებით. 

დაუთარიღებელ ფოტოზე ასახულია ფრანგი ჯარისკაცები, რომლებსაც 95 მმ-იანი ქვემეხი გადააქვთ საფრანგეთის უცნობ ადგილას. საფრანგეთის არმიის ჯავშნოსანი კავალერიის ვიკონტმა შეაგროვა ასობით ფოტო, რომლებიც მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა. 

დაუთარიღებელ ფოტოზე ფრანგი ჯარისკაცები პოზირებენ აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე განლაგებულ სანგარში. ვიკონტის კოლექციიდან. 

სერბეთის მეფე პეტრე პირველი (მარცხნივ, ურემზე) და მისი ჯარი უკან იხევს გერმანიის მიერ სერბეთში შეჭრის შემდეგ. ნოემბერი, 1915.

დაუთარიღებელ ფოტოზე ასახულია გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ვერდანის ბრძოლის დროს. ისინი ჩხრეკისათვის ემზადებიან. 

პასტორი მესას ატარებს ფრანგი ჯარისკაცებისათვის აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე, 1915 წელს. ვიკონტის კოლექციიდან. 

ბრიტანული მიწური საველე სიმაგრე გერმანიის გაზის შეტევის შემდეგ. 19 ივლისი, 1916. 

ამერიკული ფორდი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანად გამოიყენებოდა, ბელგიის განადგურებული სოფლის შუაგულში დგას. სექტემბერი, 1918. 

რუსეთის ქვეითი ჯარი.

ფრანგი ჯარისკაცები თანამებრძოლების გვამებს აგროვებენ საფრანგეთის ქალაქ ვერდანთან. 1 ოქტომბერი, 1917. 

დაუთარიღებელ ფოტოზე ფრანგი ჯარისკაცები სადილს შეექცევიან ჩრდილოეთ საფრანგეთში. ვიკონტის კოლექციიდან. 

ძაღლს ბელგიური ტყვიამფრქვევი გადააქვს ჩრდილოეთ საფრანგეთში. დაუთარიღებელი ფოტო. 

ფრანგი ოფიცერი ახლადგათხრილი საფლავების თავზე დგას აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე. 19 დეკემბერი, 1916.