ხმაური ფულია
Your browser doesn’t support HTML5
15 აგვისტოდან ძალაში შევიდა წესები, რომლებიც გადამეტებული ხმაურისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს. დაისჯებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. ისჯება ღამით ფოიერვერკის მოწყობაც. ამიერიდან ხმაურით შეწუხებულმა პირებმა უნდა დარეკონ 112-ში, რის შედეგადაც საპატრულო პოლიცია ადგილზე მივა, განსაზღვრავს ხმაურის დონეს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ჯარიმასაც გამოწერს.