რივალდო, მალდინი, შევჩენკო და Co. საქართველოსთვის
Your browser doesn’t support HTML5
29 სექტემბერს თბილისს ესტუმრნენ მსოფლიო ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო მატჩში: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი მსოფლიოს ნაკრების წინააღმდეგ. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული ეს სახალისო შეხვედრა მსოფლიოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 6:5. ბილეთების გაყიდვით შემოსულ თანხას (300 343 ლარს) ფეხბურთის ფედერაცია ხანძრის შედეგად განადგურებული ბორჯომის ტყის აღსადგენ ფონდში გადარიცხავს.