აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მანდარინის ექსპორტი წელს უკრაინაში, რუსეთში, უზბეკეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიასა და ყაზახეთში ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ინიციატივით, ბათუმის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შექმნილია სპეციალური საინფორმაციო ცენტრი, სადაც ტვირთის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაცია ერთი ფანჯრის პრინციპით გაიცემა. თუმცა ფერმერები, ვარაუდობენ, რომ მათ ციტრუსი წელს რეალიზაციის გარეშე დარჩებათ.
Your browser doesn’t support HTML5