საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას ღამის 3 საათის შემდეგ დაიწყებს საქართველოს ცესკო. მისი ინფორმაციით, 20 საათისთვის უბნების საერთო რაოდენობის 98%-ის მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობამ 61% შეადგინა. საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ”საარჩევნო პროცესი წარიმართა განსაკუთრებული ექსცესების გარეშე, სრული გამჭვირვალობის პირობებში.”
საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პროპორციული სისტემით ”ქართული ოცნება” ლიდერობს „რუსთავი 2“-ის და ტელეკომპანია ”მაესტროს” მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მიხედვით, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლით კოალიციის და მმართველი პარტიის მაჩვენებლები გათანაბრდა. საზოგადოებრივ მაუწყებლის დაკვეთით, კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ”ქართულ ოცნებას” 33-33% აქვთ, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ - 2% და ლეიბორისტულ პარტიას - 1%. პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა 30%-მა. „რუსთავი 2“, რომელმაც ამომრჩეველთა გამოკითხვა კომპანია ”ედისონ რისერჩს” დაუკვეთა, იუწყება, რომ 20 საათის მონაცემებით „ქართულ ოცნებას“ ხმების 50% აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 41%, „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას“ – 5 % და „ლეიბორისტულ პარტიას“ – 1%. შეკითხვაზე პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 35%-მა. ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადა ტელეკომპანია ”მაესტრომაც,” რომლის დაკვეთით გამოკითხვა ჩაატარეს ამერიკულმა კომპანია ”პენ შონ ბერლანდმა” და ბრიტანულმა ”ოქსფორდ უნივერსიტი კონსალტინგმა.” მათი ეგზიტპოლით, რომელიც 17 ათასზე მეტი ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება, ”ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა 63%-მა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27%-მა და ქდმ-ს – 1%-მა. შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 6%-მა. ”მაესტროს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმარჯვებენ როგორც თბილისის ასევე საქართველოს რეგიონების საარჩევნო ოლქებში.
400 საარჩევნო უბანზე ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა ”ამომრჩეველთა ლიგამ.” მისი ინფორმაციით, 29 ათას 386 გამოკითხული ამომრჩევლიდან 70,24%-მა განაცხადა, რომ ხმა ”ქართულ ოცნებას” მისცა, 24,66%-მა კი - „ნაციონალურ მოძრაობას“.
არჩევნების შედეგების სრული სურათი მინიმუმ რამდენიმე საათში გამოიკვეთება, მაგრამ, ეგზიტპოლების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა მოიპოვა „ქართული ოცნების“ კოალიციამ, მაჟორიტარულ ოლქებში კი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ამის შესახებ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ტელემიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში საარჩევნო სისტემა იმგვარადაა მოწყობილი, რომ პარლამენტში პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში ხმები დაახლოებით შუაზე იყოფა, რათა პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა რეგიონი და პატარა რაიონიც კი. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ საბოლოოდ ვის ექნება უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ არჩევნები შედგა, პარლამენტის წევრებმა ადგილები უნდა დაიკავონ და დემოკრატიულ პროცესებში ჩაერთონ. პრეზიდენტის განცხადებითვე, პროპორციულ ხმებში "ქართული ოცნების" ძირითადი უპირატესობა ეფუძნება საქართველოს დედაქალაქში დიდი უპირატესობით აღებულ ხმებს, თბილისის გარეთ, კი, მისივე თქმით, პრაქტიკულად ყველა რეგიონში დიდი უპირატესობით ლიდერობს ნაციონალური მოძრაობა. "მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვყოფთ ქვეყანას თბილისად და რეგიონებად, ჩვენ ყველანი ქართველები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და არსებული დემოკრატიის პირობებში ერთად უნდა შევძლოთ მუშაობა და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესის დაცვა”, - განაცხადა ტელემიმართვისას მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ის როგორც პრეზიდენტი გარანტია, რომ პარლამენტის ქუთაისში გადასვლა უმტკივნეულოდ და კონსტიტუციის ფარგლებში მოხდება და ახალი პარლამენტი შეძლებს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას უახლოესი თვეების განმავლობაში
ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და განაცხადა, რომ პარლამენტში მინიმუმ 100 ადგილს ელოდება. ”ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, უნდა დავივიწყოთ ყველანაირი განაწყენება, გავერთიანდეთ და ერთიანი საქართველო ავაშენოთ", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ დღეიდან იწყება ქართველი ხალხის ოცნებების ასრულება, რაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. "ჩვენ მოვდივართ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, აღარ მოხდეს ის, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, აღვადგინოთ სამართლიანობა, პროკურატურა ჩავაყენოთ ხალხის სამსახურში, მედია გავათავისუფლოთ ტყვეობისგან და აღვუდგინოთ მას ღირსება. ჩვენ დავძლევთ უსამართლობას და ღირსებას დავუბრუნებთ თითოეულს ოჯახს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, აუცილებელია ოპონენტების პატივისცემა და დღეიდან აღარ მოხდება განსხვავებული აზრის დევნა. კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" განუხრელად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და საქართველო ღირსეულად გახდება ნატოს წევრი.
„ეგზიტპოლების შედეგები არაჩვეულებრივია და ჩვენ ბედნიერები ვართ, თუმცა გადამწყვეტი მომდევნო საათებია და შედეგებს დაცვა სჭირდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვიდრე საარჩევნო კომისიები ხმების დათვლას არ დაასრულებენ და ცესკოდან ინფორმაცია არ გამოვა, მოდუნების უფლება არ აქვთ.
„ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ მის პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება. ვეფხვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ არჩევნებში ხმების 8%-ის მოპოვებას გეგმავდნენ და შესაბამისად, 5%-იანი ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ამის იმედს ლევან ვეფხვაძეს აძლევს ამომრჩევლის ის რაოდენობა, რომელმაც ეგზიტპოლის ჩატარების პროცესში შეკითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. მისივე თქმით, თუ კოალიცია "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნების გზით ქვეყანაში საპარლამენტო უმრავლესობა შეიცვლება.