კარლო კაჭარავა - ეპოქა და წინასწარმეტყველება
Your browser doesn’t support HTML5
კარლო კაჭარავა 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად დაგვიტოვა მემკვიდრეობა, რომელიც ჯერ კიდევ არაა ბოლომდე შესწავლილი - ფერწერა, გრაფიკა, პოეზია, სამეცნიერო სტატიები, წერილები. გასული წლის მიწურულს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში მოეწყო კარლო კაჭარავას სურათების გამოფენა სახელწოდებით „კარლო კაჭარავა და გერმანია“. გიორგი გვახარია სწორედ ამ ექსპოზიციის ფონზე ესაუბრება კარლო კაჭარავას შემოქმედებაზე ხელოვნებათმცოდნე ირინა პოპიაშვილს.