საფრანგეთში სტარტი აიღო მიმდინარე წლის ერთ-ერთმა მთავარმა სპორტულმა ასპარეზობამ – ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა. 10 ივნისიდან 10 ივლისამდე საფრანგეთის ათი ქალაქი უმასპინძლებს 51 მატჩს, რის შედეგადაც გამოვლინდება „ძველი კონტინენტის“ უძლიერესი ეროვნული ნაკრების ვინაობა. ევროპის ჩემპიონატზე საუბარი ვთხოვე ჩემს კოლეგას, დავით კაკაბაძეს. თუმცა, სანამ უშუალოდ ტურნირზე საუბარს დავიწყებდით, შევეხეთ საქართველოს ეროვნული გუნდის ამასწინანდელ გამარჯვებას ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში.
Your browser doesn’t support HTML5