ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია მუხთარლის საქმეზე
Your browser doesn’t support HTML5
ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი საქართველოსა და აზერბაიჯანს გამოძიების პროცესში თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატები და უფლებადამცველები უმნიშვნელოვანეს გზავნილად აფასებენ და აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ის სერიოზული სიგნალი უნდა იყოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რეგიონში, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად მოიაზრება.