ბოლო წლებში საქართველო დიდ ენერგიასა და სერიოზულ სახსრებს ხარჯავს ნატოსა თუ ევროკავშირთან დასაახლოებლად. ამ გაერთიანებებში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა, მაგრამ აქვს თუ არა დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას ეკონომიკური სარგებელი? ბრიუსელის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირმა 35 მილიონი ევრო გამოუყო საქართველოს, რასაც ქვეყანაში საბანკო სექტორის დაინტერესება და, დამატებით, 2 400 სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვა.