ერთი წელი უვიზოდ

Your browser doesn’t support HTML5

28 მარტს ერთი წელი გახდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან. უკვე ერთი წელია, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ტერიტორიაზე - ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში, ასევე ოთხ არაწევრ და შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უვიზო რეჟიმით საქართველოს 192,5 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.