ყველაზე დაძაბული შეხვედრა ერგნეთში

Your browser doesn’t support HTML5

ერგნეთში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ყველაზე დაძაბული შეხვედრა -ასე შეფასდა ის მხარეების წარმომადგენლების მიერ. შედგა შეთანხმება, რომ ხურვალეთსა და წითელუბანთან შექმნილ ვითარებას მხარეები დიალოგის გზით მოაგვარებენ, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ვითარების დაძაბვაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს. მისი აზრით, პროვოკაციებს სათავე მოუმზადებელმა განცხადებამ დაუდო, თითქოს ბანერი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო განთავსებული. გაგლოითის თქმით, ოსური მხარე საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებდა და არსად გადასულა. გარდა ამისა, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ პროვოკაციის მცდელობას კიდევ ექნება ადგილი, მესაზღვრეები ადეკვატურ პასუხს გასცემენ.