იქ, სადაც 2004 წლამდე ერგნეთის ბაზრობა იყო, ახლა რუსი მესაზღვრეების ბლოკ–საგუშაგო მდებარეობს. ბაზრობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში პერიოდულად დგება და ამ თემაზე მხარეებს შორის დისკუსიაც იწყება ხოლმე. ბოლოს ბაზრობის აღდგენის შესახებ განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში გამართულ მიტინგზე გააკეთა. იგი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პირობას დებს. მისი აზრით, ერგნეთის ბაზრობა იყო ის ადგილი, სადაც ქართველების და ოსების დაახლოება ხდებოდა. „მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც დალაგდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის ამ განცხადებამდე ოსური ხელისუფლების წარმომადგენელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ ოსურ მხარეს ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და, თუ შესაბამის დავალებას მიიღებს და ქართულ მხარესთან შეხების წერტილს იპოვის, ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. ეს განცხადება ქართული დელეგაციის იმდროინდელი ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა.
მოგვიანებით მერაბ ჩიგოევმა ჩვენს რადიოსთან საუბარში პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა არასწორად გაუგეს და ქართულმა მხარემ თავის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რაც უნდა, ის გახსნას. ამ საკითხზე ხმაური ცხინვალშიც დაიწყო და თიბილოვის მთავრობის ოპონენტებმა ჩიგოევი ლამის მოღალატედ გამოაცხადეს, ექსპერტებმა კი ჩათვალეს, რომ ჩიგოევმა ნაჩქარევი განცხადება რუსებთან შეუთანხმებლად გააკეთა და ამის შემდეგ უკან დახევა მოუხდა.
ორიოდე თვის წინ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაურმა დიმიტრი სანაკოევმა გააჟღერა. მისი აზრით, ისეთი ბაზრობის გახსნაა შესაძლებელი, სადაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაიყიდება. სანაკოევის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სტრატეგიიდან გამომდინარე, ქართული მხარე მზადაა ნებისმიერ ადგილზე შექმნას სავაჭრო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიყიდოს ის მოსავალი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მოიწევენ.
ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წევრები მხარს უჭერენ ერგნეთის ბაზრობის გახსნის საკითხს. ამის შესახებ მსჯელობა არაერთ შეხვედრაზე ყოფილა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას უჭერს.
ერგნეთში იმ ადამიანს შევხვდი, ვინც თავის დროზე ამ ბაზრობის დამფუძნებელი იყო. იურისტმა დიმიტრი დოიჯაშვილმა თავიდან გადაწყვიტა, რომ ერგნეთში გორის საკოლმეურნეო ბაზრის ფილიალი გაეხსნა და ნებართვა 1996 წელს გორის გამგეობიდანაც მიიღო. მისი თქმით, ბაზრობა მაშინ ლეგალური იყო, იკრიფებოდა გადასახადი და საქართველოს ბიუჯეტში დიდი რაოდენობის თანხა შეჰქონდა. მაგრამ 2003 წლიდან, როცა ერგნეთის ბაზრობის არაკანონიერებაზე დაიწყო საუბარი, საქმეში მართლა ჩაერთვნენ კრიმინალური ელემენტები და რუსეთიდან სატვირთო მანქანები ბაზრობის გვერდის ავლით შემოჰყავდათ, სხვა ადგილებში პროდუქცია ქართულ მანქანებზე იტვირთებოდა და ეს პროდუქცია საქართველოს ბაზრებზე ხვდებოდა. დოიჯაშვილის აზრით, ბაზრობის ლეგალურ და კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ის მაინც დახურა, ამან კი ქართულ–ოსური ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვია.
დიმიტრი დოიჯაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ 2006 წელს ბაზრობის აღდგენის იდეა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციასაც ჰქონდა, მას პროექტის დაწერაც კი სთხოვეს, მაგრამ იდეა იდეად დარჩა, მოგვიანებით კი უკვე ომიც დაიწყო:
„მაშინ შერიგებაზე გავაკეთე აქცენტი, მაგრამ ეს ბაზარი საქართველოსთვის გახდა ძუძუ, რა. ამ ბაზარზე მთელი საქართველო იყო დასაქმებული. როდესაც თქვეს, ეს კონტრაბანდის ბუდედ იქცაო, იმ დროს მართლა ორგანიზებული კონტრაბანდა დაიწყო. რომ შემოდიოდა დიდი მანქანა, ტრაილერი ან კამაზი დატვირთული, იმავე მარკის მანქანაში გადაიტვირთებოდა და ისე გადიოდა. ამ საწყალ ხალხს ლუკმაპური გამოაცალეს ამით და ნამდვილი კონტრაბანდა დაიწყო მაშინ.“
ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზარი სახალხო დიპლომატიის ნიმუში იყო და ამ ადგილას იწყებოდა მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. მისი აზრით, ახლა არა მარტო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, არამედ რუსეთის მთავრობის ნებაც საჭიროა, მაგრამ, მისი აზრით, ეს მარტივად და სწრაფად ვერ განხორციელდება.
„მთელი საქართველო აქ იყო. ერთმანეთს ენდობოდნენ, ნისიად აძლევდნენ საქონელს, ფულს ასესხებდნენ ერთმანეთს ქართველები და ოსები. ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო იმ დაძაბული სიტუაციების შემდეგ, რომლებიც 89 წლის შემდეგ იყო ქართულ-ოსურ კონფლიქტში. რომ არ ყოფილიყო ერგნეთის ბაზარი, ხელისუფლებას ის უნდა გამოეგონებინა, თუ მას რეალურად უნდოდა ოსეთის დაბრუნება თავის წიაღში. ხალხი თუ არ შერიგდა, პოლიტიკოსები ვერაფერს მოახერხებენ. ხალხისგან უნდა წამოვიდეს ეს ინიციატივა.“
ტერიტორია, სადაც ერგნეთის ბაზრობა მდებარეობდა, ახლა ოკუპირებულია და იქ რუსი მესაზღვრეები დგანან. გზის გახსნასა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების დონეზე მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ამ საკითხზე მხოლოდ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა როგორ და რა ფორმით შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის გახსნა, ამას არავინ აკონკრეტებს.

ამ ბაზარზე მთელი საქართველო იყო დასაქმებული. როდესაც თქვეს, ეს კონტრაბანდის ბუდედ იქცაო, იმ დროს მართლა ორგანიზებული კონტრაბანდა დაიწყო ...დიმიტრი დოიჯაშვილი
ერგნეთში იმ ადამიანს შევხვდი, ვინც თავის დროზე ამ ბაზრობის დამფუძნებელი იყო. იურისტმა დიმიტრი დოიჯაშვილმა თავიდან გადაწყვიტა, რომ ერგნეთში გორის საკოლმეურნეო ბაზრის ფილიალი გაეხსნა და ნებართვა 1996 წელს გორის გამგეობიდანაც მიიღო. მისი თქმით, ბაზრობა მაშინ ლეგალური იყო, იკრიფებოდა გადასახადი და საქართველოს ბიუჯეტში დიდი რაოდენობის თანხა შეჰქონდა. მაგრამ 2003 წლიდან, როცა ერგნეთის ბაზრობის არაკანონიერებაზე დაიწყო საუბარი, საქმეში მართლა ჩაერთვნენ კრიმინალური ელემენტები და რუსეთიდან სატვირთო მანქანები ბაზრობის გვერდის ავლით შემოჰყავდათ, სხვა ადგილებში პროდუქცია ქართულ მანქანებზე იტვირთებოდა და ეს პროდუქცია საქართველოს ბაზრებზე ხვდებოდა. დოიჯაშვილის აზრით, ბაზრობის ლეგალურ და კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ის მაინც დახურა, ამან კი ქართულ–ოსური ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვია.
დიმიტრი დოიჯაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ 2006 წელს ბაზრობის აღდგენის იდეა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციასაც ჰქონდა, მას პროექტის დაწერაც კი სთხოვეს, მაგრამ იდეა იდეად დარჩა, მოგვიანებით კი უკვე ომიც დაიწყო:
ერთმანეთს ენდობოდნენ, ნისიად აძლევდნენ საქონელს, ფულს ასესხებდნენ ერთმანეთს ქართველები და ოსები ...ლია ჩლაჩიძე