სტუმრად ჩვენს ეთერში: ერეკლე ურუშაძე

ერეკლე ურუშაძე

9 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ერეკლე ურუშაძე მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა - თბილისის“ ერთ-ერთი აქტივისტი. მოძრაობა ვაკის პარკში, ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე ამავე სახელწოდების ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს და 10 იანვარს მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ტერიტორიის მფლობელი კომპანია „ტიფლის დეველოპმენტი“ აცხადებს, რომ მათ მიერ შეძენილი მიწა ვაკის პარკის ტერიტორიას არ ეკუთვნის. ერეკლე ურუშაძის თქმით, თბილისის მაშინდელმა მერმა გიგი უფულავამ ბოროტად გამოიყენა სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლებამოსილება და საკრებულოს მხარდაჭერით გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც ზიანს აყენებს ვაკის სარეკრეაციო ზონას და საზოგადო სივრცის კერძო ინტერესებისათვის ბოროტად გამოყენების ფაქტს წარმოადგენს.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი ერეკლე ურუშაძესთან