ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში პროდუქტის შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩადიან, გზის გარკვეულ მონაკვეთზე ცხენშებმული "ურმები" ემსახურებიან. დე ფაქტო ხელისუფლება სწორედ ამ სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს აძლევს უფლებას ენგურის ხიდი გადაკვეთონ და მდინარის მეორე ნაპირას მდებარე, “საგუშაგოსთან” გაჩერდნენ. აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ახლახან, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ურმებით გადაადგილება 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელია, რის გამოც, შესაძლოა, დათანხმდნენ მიკროავტობუსით მათ შეცვლას.
Your browser doesn’t support HTML5