ამერიკულმა ტელეკომუნიკაციების კომპანია Verizon-მა გასულ კვირაში America Online შეიძინა, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებას ფლობს. გარიგების მიხედვით, კორპორაციის მფლობელობაში გადავიდა Engadget და Techcrunch, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში გავლენიან მედიასაიტებად ითვლებიან. ამ ფაქტმა დიდი დისკუსია გამოიწვია, რომლის მთავარი შეკითხვაც შემდეგი იყო - შეძლებენ კი ვებსაიტები ახალი მფლობელის ხელში სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და გააგრძელებენ თუ არა ისეთი თემების გაშუქებას, რომლებმაც შეიძლება მფლობელი დააზარალოს? ამ თემაზე ლაპარაკობს ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი.
Your browser doesn’t support HTML5