იმსახურებს თუ არა ნდობას სასამართლო სისტემა?
Your browser doesn’t support HTML5
ადვოკატთა ასოციაციამ და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და უკმაყოფილება გამოთქვეს საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის, მოსამართლედ უვადო გამწესების საკითხის განხილვის გამო. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით სასამართლოს დამოუკიდებლობა კითხვის ქვეშ დგება და „სასამართლო სისტემაში მისი დატოვება ნიშნავს პოლიტიკურ განაჩენებს და სახელმწიფოს ხელში სასამართლო სისტემის სრულ გადასვლას“. ენდობიან თუ არა სასამართლო სისტემას მოქალაქეები? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ თბილისში გამვლელებს.