პრაღა ცნობილია თავისი საუცხოო მუსიკალური ტრადიციებით. ახლაც, მაისში, კლასიკური მუსიკის ფესტივალზე, „პრაღის გაზაფხულზე“, ბევრი გამოჩენილი მუსიკოსი ჩამოდის, მაგრამ მათ შორისაც თითო-ოროლა თუ იქნება ისეთი რანგის შემსრულებელი, როგორიც პიანისტი ელისო ვირსალაძე და ვიოლონჩელისტი ნატალია გუტმანია. 17 მაისს მათ ბეთჰოვენის სონატები შეასრულეს პრაღის ერთ-ერთ მშვენიერ დარბაზში - რუდოლფინუმში. „ელისო ვირსალაძე მეოცე საუკუნის ლეგენდარულ პიანისტებს მიეკუთვნებაო“, წერენ კონცერტის პროგრამაში ქართველ მუსიკოსზე, რომელიც მრავალი წელია გამოდის მსოფლიოს წამყვან სცენებზე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საკონკურსო ჟიურის მუშაობაში და, ყველაფერთან ერთად, ძალიან წარმატებული პედაგოგია. პრაღაში კონცერტის შემდეგ მარიამ ჭიაურელი ესაუბრა მუსიკოსს და საუბარი დაიწყო კითხვით, რა მნიშვნელობას, რა ადგილს ანიჭებს კამერულ მუსიკას, რომლის კონცერტიც ნატალია გუტმანთან ერთად გამართა?
ელისო ვირსალაძე: კამერული, სოლო, ორკესტრთან ერთად – ყველაფერი მნიშვნელოვანია! კამერული მუსიკის გარეშე საერთოდ არ შეიძლება მუსიკოსის ცხოვრება.
რადიო თავისუფლება: რა არის ის განსაკუთრებული, რასაც გაძლევთ კამერული მუსიკა?
ელისო ვირსალაძე: ეს მართლაც ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ქალბატონ ნატალია გუტმანთან ერთად ვუკრავ. მასთან ერთად, უკვე აღარ ვიცი, რამდენი წელია, ვუკრავ – საკმაოდ დიდი ხანია. და ამიტომ ძალიან მეძნელება სხვასთან დაკვრა. მის მეუღლესთან (მევიოლინე ოლეგ კაგანთან), რომელიც გარდაიცვალა... მასთანაც ვუკრავდი ბევრს. არა, ბევრს ვუკრავდი სხვა შემსრულებლებთან ერთადაც, მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა დუეტია. კვარტეტი შეიძლება, ტრიო შეიძლება, კვინტეტი შეიძლება, მაგრამ დუეტი ძალიან ძნელია.
რადიო თავისუფლება: თქვენ არა მარტო სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროში მუშაობთ, არამედ სხვადასხვა ქვეყანაშიც – ძირითადად, რუსეთში, მაგრამ გერმანიაშიც, იტალიაშიც და ა.შ. მაგრამ ძირითადად მაინც რუსეთში – იქ სწავლობდით, მუშაობდით. რას ნიშნავს ქართველისთვის, რომელიც იქ მუშაობს, იქ წარმატებულია, დაძაბული ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის? თქვენ თუ გრძნობთ ამას? როგორ აისახება ეს თქვენს ცხოვრებაზე?
ელისო ვირსალაძე: რას ვგრძნობ, იცით? უბრალოდ, არასასიამოვნოა, საერთოდ, სიტუაცია, მაგრამ, იცით, რუსეთი თავისთვის ისეთ საშინელ რაღაცებს აკეთებს... რუსეთი ყველაზე საშინელია თავისი თავის მიმართ, ამიტომ სხვების მიმართ გასაკვირი არ არის...
რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ?
ელისო ვირსალაძე: საერთოდ, იცით, ძალიან ცუდი მდგომარეობაა რუსეთში იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც მე პატივს ვცემ. არის გარკვეული წრე, რომელიც ძალიან არის მოქცეული ამ მთავრობის სფეროში. როგორც კომუნისტების დროს, პარტიული უნდა იყო, რომ რაღაცა გააკეთო ... მართლა ამდენად არ არის, როგორც მაშინ იყო, საბედნიეროდ, მაგრამ მაინც... უნდა გითხრათ, რომ ეს მაინც არსებობს.
რადიო თავისუფლება: ესე იგი, პოლიტიკისადმი გულგრილი არა ხართ, გაინტერესებთ.
ელისო ვირსალაძე: არა, სამწუხაროდ, არა ვარ! ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, არავითარი კავშირი რომ არ მქონოდა. საერთოდ, არც მეფიქრა ამაზე, ვინ არის. საერთოდ ვერ ვუყურებ ზოგიერთს.
რადიო თავისუფლება: მაგრამ თქვენ, პირადად, არ გეხებათ რამენაირად შეზღუდვა?
ელისო ვირსალაძე: არა, მე აბსოლუტურად არაფერი! ის კი არა, უნდა გითხრათ, პირიქით!
რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ, «პირიქით»?
ელისო ვირსალაძე: აი, რაც შეიძლება, ყველაფერი მოცემული აქვთ... აღიარება. მე პირადად არაფერი შემხებია. უბრალოდ, სიტუაციის წინააღმდეგი ვარ.
რადიო თავისუფლება: ისევ მუსიკას დავუბრუნდეთ... მინდოდა მეკითხა, რას ფიქრობთ მუსიკალურ განათლებაზე ამჟამად, როგორ შეადარებდით მას საბჭოთა პერიოდის მუსიკალურ განათლებას? ეს ცვლილება როგორია თქვენს თვალში?
ელისო ვირსალაძე: იცით, ჯერჯერობით დიდი ცვლილება არ არის, მაგრამ უნდათ, რომ იყოს ცვლილება.
რადიო თავისუფლება: რუსეთს გულისხმობთ?
ელისო ვირსალაძე: რუსეთს ვგულისხმობ, კი. საქართველოში უკვე რუსეთზე წინ არიან და ბოლონიური სისტემა უკვე მიიღეს. საშინელებაა ეს ყველაფერი! არა მარტო მუსიკალური განათლებისათვის – მე ვფიქრობ, ყველანაირი განათლებისათვის არის ცუდი, იმიტომ რომ ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, ფულს! რომ ფული გადაიხადონ სტუდენტებმა! ეს არის მათი, ასე ვთქვათ, მიზანი, მეტი არაფერი.
რადიო თავისუფლება: თავისთავად მუსიკალური განათლება? წინათ, საბჭოთა პერიოდში, იყო, შეიძლება ითქვას, მასობრივი მუსიკალური განათლება: შვიდწლედები, ათწლედები.
ელისო ვირსალაძე: ჯერჯერობით არის რუსეთში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დარჩება, იმიტომ რომ, ეს რომ არ იყოს, ეს იქნება ძალიან დიდი კატასტროფა! არა მარტო მოსკოვში და პეტერბურგში და ასეთ დიდ ქალაქებში – პატარა ქალაქებშიც, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ნიჭიერია.
რადიო თავისუფლება: ე.ი. კარგი და ნიჭიერი სტუდენტები არ გაკლიათ?
ელისო ვირსალაძე: არა, რას ამბობთ! მე, იცით, რამდენი მყავს? მოსკოვში 18, იტალიაში 13.
რადიო თავისუფლება: ქართველი სტუდენტები თუ გყავთ?
ელისო ვირსალაძე: ერთი გოგო ჩამოდის წელს საქართველოდან მოსკოვში, რადგან აქვს რუსეთის მოქალაქეობა – აფხაზეთიდან არის წამოსული, დევნილი იყო და ამიტომ შეუძლია, რომ ჩვენთან ისწავლოს. ეს არის საშინელება, იცით? ყველაზე ძალიან ის მაწუხებს, რომ ახალგაზრდობას აღარ უნდა რუსული ენის სწავლა. მე მესმის! რუსეთში ვერ ისწავლიან – ვიზა არის საჭირო და ძალიან ძნელია რუსეთში ჩამოსვლა. ამიტომ მიდიან საზღვარგარეთ. მე ვფიქრობ, რომ ესეც იქნება გადალახული, იმიტომ რომ არ შეიძლება, რომ არ იყოს. იმიტომ, რომ რუსეთის კულტურის გარეშე ვერ წარმომიდგენია, საერთოდ, ადამიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს, სადაც არ უნდა იყოს.
რადიო თავისუფლება: ქალბატონო ელისო, თქვენ უცხოეთში ბევრს მოგზაურობთ, პროფესიონალებთან შეხება გაქვთ. შეგიძლიათ, შეადაროთ რუსული საშემსრულებლო სკოლა – თქვენ რაც გაქვთ გავლილი, უწინარეს ყოვლისა, გენრიხ ნეიგაუზის კლასი... თუ შეადარებთ სხვა ქვეყნების საშემსრულებლო სკოლებს, პედაგოგიურ სკოლებს, ხედავთ რაიმე განსხვავებას? თუ უახლოვდება ეს ყველაფერი ერთმანეთს?
ელისო ვირსალაძე: იცით, საქმე ისაა, რომ მე ვერასოდეს ვერ გამოვყოფდი მაინცდამაინც რუსულ სკოლას. ვთქვათ, თუ აიღებ ნეიგაუზის სკოლას, ნეიგაუზი თვითონ იყო ბლუმენფელდის, თავისი ბიძის, მოწაფე და, გარდა ამისა, გოდოვსკის მოწაფე ავსტრიაში. თავის მხრივ, გოდოვსკი იყო ლეშეტიცკის მოწაფე. ჩემი ბებია იყო ლეშეტიცკის მეუღლის, ძალიან დიდი პედაგოგის, მოწაფე. ამიტომ ეს ყველაფერი ისე არის გადახლართული, რომ ძალიან ძნელია თქვა, რა რომელი სკოლაა. არის ცუდი სკოლა და არის კარგი სკოლა! რასაკვირველია, აქვს თავისი ნიუანსები, როგორ არა! რასაკვირველია, აქვს, მაგრამ აი, ზოგი ამბობს, რომ რუს კომპოზიტორებს მაინც რუსები უკრავენ ყველაზე უკეთესად. რამდენი პიანისტი, რამდენი დირიჟორი მყავს მოსმენილი, რომლებსაც არაფერი ესმით რუსულ მუსიკაში, თუმცა რუსები არიან. ან კარგია, ან ცუდია! როგორც თანამედროვე მუსიკა – არის კარგი და ცუდი. მთავარი არის განათლება, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში ძალიან კარგი. თქვენ რომ ახლა აიღოთ იტალია და დაიწყოთ ისეთივე სკოლების აგება, ისეთი მუსიკალური განათლების, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც ჯერჯერობით კიდევ არის რუსეთში, ძალიან ბევრი ძალიან კარგი შედეგი იქნება! მე დარწმუნებული ვარ. ეს არის მართლა გადამწყვეტი...
რადიო თავისუფლება: მუსიკალური განათლება?
ელისო ვირსალაძე: დიახ. საერთოდ, ყველანაირი განათლება, მაგრამ მუსიკალური - განსაკუთრებით, რადგან თუ გინდა პროფესიონალი მუსიკოსი გახდე, უნდა სწავლობდე ბავშვობიდანვე და გესმოდეს ეს ყველაფერი.
რადიო თავისუფლება: და თუ არ გინდა, რომ პროფესიონალი გახდე, მაინც ბავშვობიდან კარგია შესწავლა, რომ გიყვარდეს...
ელისო ვირსალაძე: ნამდვილად. მერე სხვანაირი პიროვნება ყალიბდება სრულებით.
რადიო თავისუფლება: რა მუსიკას უსმენთ თქვენ თვითონ, როცა თავისუფალი დრო გაქვთ?
ელისო ვირსალაძე: თავისუფალი დრო რომ მაქვს? იცით, იმდენად არა მაქვს თავისუფალი დრო, რომ ... (იცინის) ჩემს სტუდენტებს ვუსმენ. მაგალითად, ხვალ მივდივარ მოსკოვში, რადგან ზეგ კონცერტი მაქვს, ხოლო 25 მაისს ჩემი სტუდენტები ამთავრებენ კონსერვატორიას და ახლა ვის მოვუსმენ მე? რა მუსიკას მოვუსმენ? არა, მე ვუსმენ «ეხო მოსკვის» , აი, ამას ვუსმენ... (იცინის)
რადიო თავისუფლება: რადიო თავისუფლებასაც ზოგჯერ მოუსმინეთ...
ელისო ვირსალაძე: იცით, რომ გადავრთო, მერე ვეღარ ვიპოვი!

Your browser doesn’t support HTML5