თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მოეკიდა ავტონაწილების ბაზრობას. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო დახმარების სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ფოტოგალერეა