ელექტრომობილები საქართველოში
Your browser doesn’t support HTML5
27 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო აკაკი სურმავა, ტექნოპარკის ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარი სპეციალისტი. ტექნოპარკის ინიციატივით, ელქტრომობილების თემაზე მსჯელობისთვის იმართება შეხვედრა მრგვალი მაგიდის პრინციპით, რომელზეც განიხილავენ ელექტრომობილების შეძენის, იმპორტის, ექსპლუატაციის საკითხებს, ასევე სანავიგაციო სისტემებისა და იმპორტის დროს იაპონურ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
რამდენად იზრდება საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნილება, როგორ მზადდება ელექტროენერგიაზე მომუშავე ეკომანქანებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.