პირველი ოქტომბრის არჩევნებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 25 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება. ცესკოში აცხადებენ, რომ წლევანდელ არჩევნებზე რეგისტრაცია უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელმა გაიარა - მათ შორის, ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი -(IRI), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR).
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ ამ რაოდენობის დამკვირვებელი საქართველოშო ჩატარებული არც ერთი არჩევნების დროს არ ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა აზარაშვილი გვეუბნება, რომ საქართველოში მოქმედმა 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი დააკვირდეს არჩევნებს. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებიც და, ცხადია, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები:
”ამ ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია IRI, ეუთო, NDI, IFS. მათ აქვთ საკმაოდ წარმომადგენლობითი სადამკვირვებლო მისიები. IRI-ს, ეუთოსა და NDI-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები ჰყავდათ, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ არჩევნების დანიშვნის თარიღიდან მოკლე პერიოდში. ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს ეუთოს - 400-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს, საერთო ჯამში. ეს რაოდენობა კი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დაკვირვების ხარისხი ამ არჩევნებზე იქნება ძალიან მაღალი”, - აცხადებს ეკა აზარაშვილი.
53 ოლქში 300 დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს არჩევნების პროცესს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, გვეუბნება საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. თბილისის გარდა, ისინი არჩევნებს დააკვირდებიან ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, გორსა და დუშეთში, სადაც საიას ოფისებია გახსნილი. ოლქებში მობილური ჯგუფები იმოძრავებენ, გვეუბნება თამარ ჩუგოშვილი, დაახლოებით 200-მდე დამკვირვებელი კი უბნებზე მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს:
”ჩვენ შევარჩიეთ ის უბნები, რომლებიც ყველაზე პრობლემური იყო წინა არჩევნებზე და იქ ყველაზე მეტი საჩივარი დაიწერა. ვნახოთ. ჩვენი დამკვირვებლები არიან კარგად მომზადებული კვალიფიციური იურისტები. არჩევნების დღეს ვითანამშრომლებთ სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან - ”სამართლიან არჩევნებთან” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან”. დამკვირვებლების მუშაობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევნების შედეგების თვალსაზრისით. არაერთხელ მომხდარა, რომ სწორედ მათი საჩივრების საფუძველზე შედეგები შეცვლილა ან გადათვლილა.”
თავისი 400 დამკვირვებლიდან სამასს უბნებზე მუდმივი დაკვირვების მითითებას აძლევს ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ისინი საარჩევნო ოლქების 90%-ს მოიცავენ. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლებს შორის მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლებიც იქნებიან:
”ეს საერთაშორისო დამკვირვებლები ჩვენ გვეყოლებიან მობილურ ჯგუფებში. ესენი არიან ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენლები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, პორტუგალიდან. ეს არის ძალიან გამოცდილი გუნდი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ისინი ჩამოგვეყვანა საქართველოში.”
საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად წარმოდგენილი ორგანიზაციების ნაწილი წინასაარჩევნო გარემოს ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან აკვირდება. ”სამართლიანმა არჩევნებმა”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საარჩევნო კოდექსის არაერთი დარღვევის შესახებ - მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თუ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ - აცნობეს საზოგადოებას. ეკა გიგაური ფიქრობს, რომ საარჩევნო გარემოს სრული სურათის შესაქმნელად ახლა მათ არჩევნების დღე, 1 ოქტომბერი, დარჩათ.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამონათვალს კი დაინტერესებული პირები ამ ელექტრონულ მისამართებზე გაეცნობიან.
http://www.cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=156&info_id=9112
http://www.cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=156&info_id=9113

დამკვირვებლების მუშაობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევნების შედეგების თვალსაზრისით. არაერთხელ მომხდარა, რომ სწორედ მათი საჩივრების საფუძველზე შედეგები შეცვლილა ან გადათვლილა...თამარ ჩუგოშვილი