ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენის შემდეგ ქალაქის მერის პოსტი ვაკანტურია. ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
ქუთაისის მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის 6 კანდიდატიდან ერთის არჩევა უწევს. პოლიტიკურმა სუბიექტებმა არჩევნებამდე 30 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატების დარეგისტრირების პროცესი ოფიციალურად დაასრულეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოფიციალურ წარდგენამდე საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების განცხადებით მიმართა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ. საკრებულომ 16 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე გიორგი თევდორაძის განცხადება დააკმაყოფილა. საპარლამენტო დედაქალაქის მერის პოსტი ვაკანტურია. ვინ იქნება ქუთაისის მერი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. ამჟამად მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია ასრულებს. გიორგი თევდორაძე ქუთაისის მერის თანამდებობაზე 2009 წლიდან მუშაობდა. იგი, ამავე დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელიცაა.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ახალი მემარჯვენეების“ კვოტით წარდგენილია საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე. მღვდელაძეს საკრებულოს წევრის სტატუსი არ შესჩერებია. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ორგანიზაციის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე განმარტავს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის უფლებამოსილების შეჩერება საქართველოს საარჩევნო კოდექსით რეგულირდება.
იურისტის განმარტებით, ასოციაცია დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსით მონიტორინგს უწევს წინასაარჩევნო პროცესებს და გრძელვადიანი მონიტორინგის ანგარიში არჩევნებამდე გამოქვეყნდება. გიორგი ჭიქაბერიძის თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შესაძლო დარღვევას შეიცავს, ორგანიზაციის შესწავლის საგანი ხდება და სავარაუდო დარღვევის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციებსა და უშიშროების საბჭოსთან არსებულ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას ეცნობება.
გიორგი ჭიქაბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები შესწავლის საფუძველი ხშირად ხდება და ინტერნეტგამოცემა Newpress.ge -ზე 14 სექტემბერს განთავსებულ ინფორმაციაზე საუბრობს. პუბლიკაცია, სახელწოდებით „ქუთაისის მერიის პრესსამსახური „ნაციონალების“ კანდიდატისთვის მუშაობს“, უკვე გახდა იურისტების შესწავლის საგანი.