გორის რაიონის სოფელ დიცში „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-ის ცნობით, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მეგობრებმა კოალიციის აქტივისტებს სასტიკად სცემეს. ოთხ ახალგაზრდას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიყენებული თავის და სხეულის არეში. როგორც თვითმხილველები და დაზარალებულები აცხადებენ, დაპირისპირება კოალიციის ლურჯი მაისურების გამო დაიწყო. გერასი არჩუაძე ქუჩაში მოჩხუბრების გასაშველებლად გავიდა, მაგრამ მასაც გაუსწორდნენ. მისი თქმით, სოფელში ზონდერები იყვნენ ჩასულები და „ოცნების“ წევრებს დასდევდნენ.
ერთ-ერთი დაზარალებული, ზვიად ბაფიაშვილი, რომელსაც თავი აქვს გატეხილი, აცხადებს, რომ თავდამსხმელებში ძმები გიგი და გოგიტა გოჩაშვილები და მათი მეგობრები ამოიცნო.
ორი თვის წინ კარალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარი ინციდენტის დროსაც ძმები გოჩაშვილები აქტიურობდნენ, დიცის ინციდენტის დროსაც საქმეში ქვები გამოჩნდა. სოფელში ჩასულ პოლიციელებს გოჩაშვილების შესახებ დაზარალებულებმა ინფორმაცია უკვე მიაწოდეს, თუმცა ჟურნალისტების კითხვა სამართალდამცავებმა უპასუხოდ დატოვეს.
დიცელები აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული ზონდერჯგუფი სოფელში ხალხის დასაშინებლად ჩავიდა, რადგან კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ვახტანგაშვილს რამდენიმე დღის წინ ხალხმრავალი დახვედრა მოუწყვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები გოჩაშვილები და მათი მეგობრები ლიახვის ხეობის დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მითითებებით მოქმედებენ და ამ ეგრეთ წოდებულ ზონდერჯგუფს დეპუტატი ხელმძღვანელობს, რასაც ბასიშვილი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დიცის ინციდენტის შესახებ მან არაფერი იცის.