ქუთაისის ნომერ 59-ე საარჩევნო ოლქში 127 საუბნო საარჩევნო კომისია მუშაობს. საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პროცესი გასულ კვირაში დასრულდა. როგორც რადიო თავისუფლებას საოლქო საარჩევნო კომისიაში განუმარტეს, თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიას 13 წევრი ჰყავს. საუბნო კომისიების 6 წევრი კონკურსის წესით შეირჩა, დანარჩენი წევრები კი პოლიტიკურმა სუბიექტებმა წარადგინეს. საუბნო საარჩევნო კომისიაში, ისევე როგორც საოლქოში, თითო წევრი ჰყავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, „მრეწველთა პარტიას“, „კონსერვატორებს“, „ლეიბორისტებს“, „ევროპელ-დემოკრატებსა“ და „ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტიას“. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა აირჩიეს თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებით უკმაყოფილოა ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა. როგორც გუგავა რადიო თვისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი არც ერთ უბანზე არაა არჩეული თავმჯდომარედ, მოადგილედ ან მდივნად.
როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, ასოციაცია მონიტორინგს უწევს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს და ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის თამარ ფაჩულიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება საარჩევნო კოდექსით რეგულირდება.
ქუთაისის ნომერ 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები განლაგებულია საჯარო სკოლებში, ბაგა-ბაღებსა და კერძო სახლებში. უბნებზე უკვე გამოკრულია საარჩევნო სიები და დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფება კომისიის მორიგე წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ამ დრომდე საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიებში საკუთარი თავის გადასამოწმებლად მისული მოქალაქეების აქტიურობა არ შეიმჩნევა.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში 163 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან 21 ათასამდე ადამიანს სხვადასხვა სტატუსი აქვს. მათ შორის არიან საზღვარგარეთ, სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და პატიმრობაში მყოფი ადამიანები. 15 სექტემბერს გამოქვეყნდება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ 1 აგვისტოს მონაცემებით გადამოწმებული სიები.