საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს,
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფონდის ძალისხმევით, საშუალება ეძლევათ ქართული ენა ელექტრონულად შეისწავლონ. „ ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი“ - ასე ჰქვია პირველ უფასო ონლაინ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების ინტეგრაციას სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით. პროგრამა განთავსებულია ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვებსაიტზე, რომლის მისამართია www.ice.ge. პროგრამის ავტორები ასევე აპირებენ სასწავლო კურსის შედგენას როგორც სხვა ეთნიკური უმცირესობებისათვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის. როგორ მუშაობს ქართული ენის სწავლების ელექტრონული პროგრამა და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?
დიანა ტერ-ბაღდასაროვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ხშირად უწევს ქართულიდან თარგმნა ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხებისათვის. ნინოწმინდის მაგალითზე ის ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესებულია სახელმწიფო ენის შესწავლით, თუმცა არა აქვთ სათანადო პრაქტიკა:
„ყოველთვის, როცა ვხვდები იქაურ მსმენელებს, მეუბნებიან, რომ აქვთ ენობრივი ბარიერი და რომ მხოლოდ და მხოლოდ კლასში, მასწავლებლისგან ესმით ქართული და ისიც მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში. როცა გარეთ გადიან, კვლავ სომხური გარემო ხვდებათ, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ენის შესწავლას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ელექტრონული კურსი მათთვის არის შესაძლებლობა მოისმინონ ქართული საუბარი, რაც დაეხმარება მათ განავითარონ ქართული საუბრისა და აღქმის უნარი“.
ამის იმედი აქვს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ხუციშვილსაც, რომლის თქმით, „ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამოქალაქო ინტეგრაციას, რაც, საბოლო ჯამში, სარგებელს მოუტანს როგორც სახელმწიფოს, ასევე მის ცალკეულ მოქალაქეებს, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების სახით:
„ყველგან ენის სწავლების დონე არის, როგორც ჩანს, არცთუ ისე მაღალი. ხელიც ყველას არ მიუწვდება, იქნება ეს ბავშვი თუ მოზარდი. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა არსებობს რამდენიმე წელია, სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა მაინც გადაუჭრელია. ამ კურსით კი შესაძლებელი იქნება ქართული ენის უკეთ ათვისება. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთადერთი წყარო, ერთადერთი სახელმძღვანელო, მაგრამ ძალიან სერიოზულად მიეხმარება ჩვენს მოქალაქეს ენის სწავლაში“.
ქართული ენის სწავლაში, როგორც პროექტის არქიტექტურული ნაწილის ხელმძღვანელი თეიმურაზ ხუნდაძე ამბობს, დაინტერესებულ პირებს დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ ტექსტები და ფოტოები, არამედ მრავალფეროვანი მულტიმედიური მასალა:
„შევქმენით მოკლემეტრაჟიანი, ნახევრად ანიმაციური 12 ფილმი. აქვე არის აუდიოფაილები, რომლებიც დიალოგების გაგებაში დაეხმარება მომხმარებელს. სულ ასეთი აუდიოჩანაწერების რაოდენობა 126-ია!“
გარდა ამისა, კურსი შეიცავს 300-ზე მეტ 8 ტიპის ინტერაქტიულ სავარჯიშოს. 140-მდე საკითხავ ტესტს, 700 ზეპირ და წერით სავარჯიშოს, 170 თვითშეფასების ტესტს, 35-მდე ანიმაციურ და 160-მდე გრაფიკულ ფაილს. პროექტის დირექტორის მარიამ მანჯგალაძის თქმით, ელექტრონული კურსი საშუალებას აძლევს კომპიუტერის ნებისმიერ მომხმარებელს, ასაკის შეუზღუდავად, საფუძვლიანად შეისწავლოს ქართული ენა - ლექსიკა, გრამატიკა, ფრაზეოლოგია და გამართოს მეტყველება. სულ კურსი სამი დონისგან შედგება:
„ყოველ გაკვეთილს ახლავს ლექსიკონი. სულ შეიქმნა 5 ლექსიკონი: ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული, ქართულ-სომხური, ქართულ-აზერბაიჯანული, ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური ფრაზების ლექსიკონი და ცალკე გავაკეთეთ გრამატიკულ ტერმინთა ლექსიკონი. და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, 2 ათასზე მეტი ლექსიკური ერთეულია ამ ლექსიკონში თავმოყრილი“.
რაც შეეხება დავალებათა ტიპებს, მარიამ მანჯგალაძის თქმით, კურსის მსვლელობისას გამოიყოფა სამი ტიპი:
„ინტერაქტიული დავალებები, რომელსაც მომხმარებელი პროგრამის დახმარებით ასრულებს - მაგალითად, კითხვებისა და პასუხების ერთმანეთთან დაკავშირება-შეერთება, გამოტოვებული სიტყვებისა და ფრაზების ჩასმა, ცხრილებისა და კროსვორდების შევსება. წერითი დავალებები გვაქვს, რომელთა შესრულება შემსწავლელს დამოუკიდებლად მოუწევს და გვაქვს კითხვები, რომლის მიზანიცაა ტექსტის გაგების შემოწმება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.
სამომავლოდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი პროგრამის გაფართოებას აპირებს. ინსტიტუტის დირექტორის ლალი ეზუგბაიას თქმით, იგეგმება ელექტრონული სასწავლო კურსის შედგენა როგორც საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისათვის. ინსტიტუტის თანამშრომლის ლევან ბაბუხადიას თქმით, პროგრამის ამგვარი ტრანსფორმაციის აუცილებლობაში ის დიასპორის საკითხთა მინისტრის აპარატში მუშაობისას დარწმუნდა:
„ქართველები გავიფანტეთ მთელ მსოფლიოში. ბევრი ჩივის, რომ მეორე, მესამე თაობაში იკარგება ქართული ენა. ამის გამო ძალიან შეწუხებულები არიან მშობლები, რომელთა პირველი საფიქრალი შვილებისათვის ქართულის სწავლებაა. დაბეჭდილი წიგნების მიწოდებას ვერ აუდის სახელმწიფო. საქმეს არც საზაფხულო სკოლები შველის... და ასე ჩვენ მშობლიურ ენას ვკარგავთ“.
თუმცა, როგორც ირკვევა, „ ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსით“ ასევე სარგებლობენ საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც.
ხანუმ ახმედოვა აქტიურ მონაწილეობას იღებდა სასწავლო კურსის შექმნაში.
„ვმუშაობ ერთ-ერთ აზერბაიჯანულ კომპანიაში, რომლის თანამშრომლები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ყოველდღე ისინი აწყდებიან ენის არცოდნასთან დაკავშირებულ პრობლემებს, იქნება ეს ქუჩა თუ მაღაზია. ამიტომ გადაწყვიტეს ამ საიტის საშუალებით გაკვეთილები მიიღონ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გაიმარტივონ“, უთხრა ხანუმ ახმედოვამ რადიო თავისუფლებას.
თუმცა ხანუმ ახმედოვა, რომელიც მუშაობს ასევე განათლების სამინისტროში თარჯიმან–მწვრთნელად, ამბობს, რომ პროექტის მთავარი მიზანი და დანიშნულება მაინც ეთნიკური უმცირესობების განათლებაა. ხანუმ ახმედოვას თქმით, სულ უფრო მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი ეშურება უმაღლესი განათლების სახელმწიფო ენაზე მიღებას, რის გამოც, ბაქოსა და მოსკოვის ნაცვლად, თბილისში - სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში -აბარებენ.
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფონდის ძალისხმევით, საშუალება ეძლევათ ქართული ენა ელექტრონულად შეისწავლონ. „ ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი“ - ასე ჰქვია პირველ უფასო ონლაინ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების ინტეგრაციას სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით. პროგრამა განთავსებულია ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვებსაიტზე, რომლის მისამართია www.ice.ge. პროგრამის ავტორები ასევე აპირებენ სასწავლო კურსის შედგენას როგორც სხვა ეთნიკური უმცირესობებისათვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის. როგორ მუშაობს ქართული ენის სწავლების ელექტრონული პროგრამა და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?
დიანა ტერ-ბაღდასაროვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ხშირად უწევს ქართულიდან თარგმნა ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხებისათვის. ნინოწმინდის მაგალითზე ის ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესებულია სახელმწიფო ენის შესწავლით, თუმცა არა აქვთ სათანადო პრაქტიკა:
„ყოველთვის, როცა ვხვდები იქაურ მსმენელებს, მეუბნებიან, რომ აქვთ ენობრივი ბარიერი და რომ მხოლოდ და მხოლოდ კლასში, მასწავლებლისგან ესმით ქართული და ისიც მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში. როცა გარეთ გადიან, კვლავ სომხური გარემო ხვდებათ, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ენის შესწავლას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ელექტრონული კურსი მათთვის არის შესაძლებლობა მოისმინონ ქართული საუბარი, რაც დაეხმარება მათ განავითარონ ქართული საუბრისა და აღქმის უნარი“.
შევქმენით მოკლემეტრაჟიანი, ნახევრად ანიმაციური 12 ფილმი. აქვე არის აუდიოფაილები, რომლებიც დიალოგების გაგებაში დაეხმარება მომხმარებელს...თეიმურაზ ხუნდაძე
ამის იმედი აქვს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ხუციშვილსაც, რომლის თქმით, „ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამოქალაქო ინტეგრაციას, რაც, საბოლო ჯამში, სარგებელს მოუტანს როგორც სახელმწიფოს, ასევე მის ცალკეულ მოქალაქეებს, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების სახით:
„ყველგან ენის სწავლების დონე არის, როგორც ჩანს, არცთუ ისე მაღალი. ხელიც ყველას არ მიუწვდება, იქნება ეს ბავშვი თუ მოზარდი. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა არსებობს რამდენიმე წელია, სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა მაინც გადაუჭრელია. ამ კურსით კი შესაძლებელი იქნება ქართული ენის უკეთ ათვისება. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთადერთი წყარო, ერთადერთი სახელმძღვანელო, მაგრამ ძალიან სერიოზულად მიეხმარება ჩვენს მოქალაქეს ენის სწავლაში“.
ქართული ენის სწავლაში, როგორც პროექტის არქიტექტურული ნაწილის ხელმძღვანელი თეიმურაზ ხუნდაძე ამბობს, დაინტერესებულ პირებს დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ ტექსტები და ფოტოები, არამედ მრავალფეროვანი მულტიმედიური მასალა:
„შევქმენით მოკლემეტრაჟიანი, ნახევრად ანიმაციური 12 ფილმი. აქვე არის აუდიოფაილები, რომლებიც დიალოგების გაგებაში დაეხმარება მომხმარებელს. სულ ასეთი აუდიოჩანაწერების რაოდენობა 126-ია!“
„ყოველ გაკვეთილს ახლავს ლექსიკონი. სულ შეიქმნა 5 ლექსიკონი: ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული, ქართულ-სომხური, ქართულ-აზერბაიჯანული, ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური ფრაზების ლექსიკონი და ცალკე გავაკეთეთ გრამატიკულ ტერმინთა ლექსიკონი. და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, 2 ათასზე მეტი ლექსიკური ერთეულია ამ ლექსიკონში თავმოყრილი“.
რაც შეეხება დავალებათა ტიპებს, მარიამ მანჯგალაძის თქმით, კურსის მსვლელობისას გამოიყოფა სამი ტიპი:
„ინტერაქტიული დავალებები, რომელსაც მომხმარებელი პროგრამის დახმარებით ასრულებს - მაგალითად, კითხვებისა და პასუხების ერთმანეთთან დაკავშირება-შეერთება, გამოტოვებული სიტყვებისა და ფრაზების ჩასმა, ცხრილებისა და კროსვორდების შევსება. წერითი დავალებები გვაქვს, რომელთა შესრულება შემსწავლელს დამოუკიდებლად მოუწევს და გვაქვს კითხვები, რომლის მიზანიცაა ტექსტის გაგების შემოწმება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.
ვმუშაობ ერთ-ერთ აზერბაიჯანულ კომპანიაში, რომლის თანამშრომლები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ყოველდღე ისინი აწყდებიან ენის არცოდნასთან დაკავშირებულ პრობლემებს...ხანუმ ახმედოვა