მიმდინარე კვირაში დისკუსიისა და კამათის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის ეკონომიკის შემცირება იყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ივნისის თვეში ქვეყნის ეკონომიკა 0.8 პროცენტით შემცირდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა უარყვეს. სამინისტროების ერთობლივი განცხადება ირწმუნება, რომ საქართველოს ეკონომიკა კი არ მცირდება, არამედ იზრდება.
საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა -0,8 პროცენტი შეადგინა. მართალია, ეს მონაცემი წინასწარია და დაზუსტებას ექვემდებარება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკა ნულოვან ზღვარზე ნაკლები მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს თუ იყო.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების და ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტების კრიტიკა არა მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, არამედ სტატისტიკის სამსახურის საქმიანობამ დაიმსახურა. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქსტატის მეთოდოლოგიის მიმართ შენიშვნები გამოთქვა:
”ეს არის წინასწარი მონაცემები და სტატისტიკის ეროვნული სამსახური მას მინიმუმ ორჯერ დააზუსტებს. ეს მონაცემები საერთოდ არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობაში არსებულ მონაცემებს, რაც, ვთვლით, რომ არასწორია და ხელოვნურადაა შემცირებული”.
მსგავსი აზრია გამოთქმული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაშიც:
”ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და არ შეიცავს რიგ მონაცემს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინით, სოფლის მეურნეობა მხოლოდ ივნისში მშპ-ს დაახლოებით 1%-1.5%-იან ზრდას გამოიწვევს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს და რაც ნიშნავს, რომ ზრდა არა ნეგატიური, არამედ პოზიტიურია. ამასთან, 2013 წლის პირველ ექვს თვეში, ჯამურად, საქართველოს ეკონომიკა კი არ შემცირდა, არამედ, მინიმუმ, 1.8%-ით გაიზარდა”.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ჯამურ ზრდას ადასტურებს სტატისტიკის სამსახურიც, მაგრამ მისი ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა ეკონომიკური ზრდის ტემპზე სოფლის მეურნეობის გავლენის შესახებ. ზაზა ჭელიძის განცხადებით, საქსტატი სოფლის მეურნეობის კვლევას ყოველკვარტალურად აწარმოებს და მისი მონაცემები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში სექტემბერში აისახება.
ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კორექტირება ხდება ხოლმე მას შემდეგ, რაც საქსტატი მომდევნო თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ბრუნვის მაჩვენებლებსაც დაამუშავებს. ზაზა ჭელიძის განცხადებით, ასე მოხდა, როდესაც ივნისის თვის ”დეღეგეს” მონაცემების მიღების შემდეგ, მაისის თვის ეკონომიკური ზრდის 0 პროცენტიანი მაჩვენებელი 0.2 პროცენტით შეიცვალა:
”აქედან გამომდინარე, შეიძლება აგვისტოში, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ივლისს, ამან შეიძლება ივნისიც შეცვალოს და შეცვალოს წინა თვეც, მაისიც. მაგრამ დიდი რადიკალური ცვლილებაც არ იქნება, რომ, მაგალითად, მინუს 0.8 გახდეს 1 ან 1.5. არა, ეს ცვლილება დიდი არ არის. მაგალითად რომ ავიღოთ სოფლის მეურნეობა, მისი წილი ჩვენს ეკონომიკაში არის 10 პროცენტი. შესაბამისად, ამას დიდი წონა არ აქვს. ყველაზე დიდი წონა აქვს დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვას”.
გაუარესებული ეკონომიკური მონაცემები, რომლებიც საქსტატის ყოველთვიურ პუბლიკაციებშია ასახული, პოლიტიკური დისკუსიისა და დაპირისპირების საგნად იქცა. ოპოზიციამ - ყოფილმა მმართველმა ძალამ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” - მთავრობა გააკრიტიკა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების გამო უსაყვედურა, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ ვარდნას. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებისკენ მოუწოდა:
”განაახლონ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც, მაგალითად, თბილისის შემოვლითი რკინიგზაა, რომელშიც 200 მილიონი უკვე დავხარჯეთ და რომელიც თბილისისთვის, საქართველოს დედაქალაქისთვის, მისი მცხოვრებლებისთვის არის მეორე სუნთქვის გახსნა ცხოვრების გაუმჯობესების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. განაახლონ პორტის მშენებლობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”.
მთავრობა სააკაშვილის ამ მოწოდებას არ იზიარებს და მისი ხელისუფლების ეკონომიკურ ნაბიჯებს აკრიტიკებს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ წლებში ეკონომიკური ზრდა ძალადობით მიიღწეოდა. მთავრობის აზრით, გაუმართლებელი იყო რამდენიმე მსხილი ინფრასტრუქტურული პროექტიც, რომელთა მშენებლობა ახლა შეჩერებულია, რის გამოც მათი ვარაუდით იმჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები შემოსავლების გარეშე დარჩნენ.
"ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობრივი ეკონომიკური გადაწყვეტილებების არაეფექტურობა უკვე შარშან ივლისიდან გამოჩნდა, როდესაც ზრდის ტემპებმა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კლება დაიწყო. იმის გამო, რომ ბიზნესმა რეალურად იგრძნო თავისუფლება, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ გააგრძელა ბიზნესზე ძალადობა, მიმდინარე წლის მარტიდან რეალური ტენდენცია მზარდია, ეკონომიკა გამოდის "ნაციონალური შოკიდან" და დაიწყო ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების შეუქცევადი, მდგრადი პროცესი. შემდეგი ეტაპი ჯანსაღი, ბუნებრივი ზრდაა", აცხადებენ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები.
ამგვარი განცხადების მიუხედავად, მთავრობას სწორედ ეკონომიკაში უხეში ჩარევის გამო აკრიტიკებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. მან ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. წერილში დეტალურად არის გაანალიზებული ის საკითხები, რომლებიც ხელს უშლის ეკონომიკის თავისუფალ განვითარებას. მათ შორის ყველაზე მთავარ პრობლემად დასახელებულია ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის განცდა.
საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა -0,8 პროცენტი შეადგინა. მართალია, ეს მონაცემი წინასწარია და დაზუსტებას ექვემდებარება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკა ნულოვან ზღვარზე ნაკლები მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს თუ იყო.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების და ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტების კრიტიკა არა მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, არამედ სტატისტიკის სამსახურის საქმიანობამ დაიმსახურა. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქსტატის მეთოდოლოგიის მიმართ შენიშვნები გამოთქვა:
”ეს არის წინასწარი მონაცემები და სტატისტიკის ეროვნული სამსახური მას მინიმუმ ორჯერ დააზუსტებს. ეს მონაცემები საერთოდ არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობაში არსებულ მონაცემებს, რაც, ვთვლით, რომ არასწორია და ხელოვნურადაა შემცირებული”.
დიდი რადიკალური ცვლილებაც არ იქნება, რომ, მაგალითად, მინუს 0.8 გახდეს 1 ან 1.5. არა, ეს ცვლილება დიდი არ არის. მაგალითად რომ ავიღოთ სოფლის მეურნეობა, მისი წილი ჩვენს ეკონომიკაში არის 10 პროცენტი. შესაბამისად, ამას დიდი წონა არ აქვს...ზაზა ჭელიძე
”ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და არ შეიცავს რიგ მონაცემს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინით, სოფლის მეურნეობა მხოლოდ ივნისში მშპ-ს დაახლოებით 1%-1.5%-იან ზრდას გამოიწვევს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს და რაც ნიშნავს, რომ ზრდა არა ნეგატიური, არამედ პოზიტიურია. ამასთან, 2013 წლის პირველ ექვს თვეში, ჯამურად, საქართველოს ეკონომიკა კი არ შემცირდა, არამედ, მინიმუმ, 1.8%-ით გაიზარდა”.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ჯამურ ზრდას ადასტურებს სტატისტიკის სამსახურიც, მაგრამ მისი ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა ეკონომიკური ზრდის ტემპზე სოფლის მეურნეობის გავლენის შესახებ. ზაზა ჭელიძის განცხადებით, საქსტატი სოფლის მეურნეობის კვლევას ყოველკვარტალურად აწარმოებს და მისი მონაცემები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში სექტემბერში აისახება.
”აქედან გამომდინარე, შეიძლება აგვისტოში, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ივლისს, ამან შეიძლება ივნისიც შეცვალოს და შეცვალოს წინა თვეც, მაისიც. მაგრამ დიდი რადიკალური ცვლილებაც არ იქნება, რომ, მაგალითად, მინუს 0.8 გახდეს 1 ან 1.5. არა, ეს ცვლილება დიდი არ არის. მაგალითად რომ ავიღოთ სოფლის მეურნეობა, მისი წილი ჩვენს ეკონომიკაში არის 10 პროცენტი. შესაბამისად, ამას დიდი წონა არ აქვს. ყველაზე დიდი წონა აქვს დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვას”.
Your browser doesn’t support HTML5
”განაახლონ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც, მაგალითად, თბილისის შემოვლითი რკინიგზაა, რომელშიც 200 მილიონი უკვე დავხარჯეთ და რომელიც თბილისისთვის, საქართველოს დედაქალაქისთვის, მისი მცხოვრებლებისთვის არის მეორე სუნთქვის გახსნა ცხოვრების გაუმჯობესების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. განაახლონ პორტის მშენებლობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”.
მიმდინარე წლის მარტიდან რეალური ტენდენცია მზარდია, ეკონომიკა გამოდის "ნაციონალური შოკიდან" და დაიწყო ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების შეუქცევადი, მდგრადი პროცესი. შემდეგი ეტაპი ჯანსაღი, ბუნებრივი ზრდაა...ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები